საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 13521-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 13521 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 7159 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა – 109.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა შეადგენს – 1393, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -836.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს – 41.