Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 384 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 341 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 043 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 564 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 320 830-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.71 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.84%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.71%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 693 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 299 500-მდე.