„საქართველო ამ ჯგუფის ლიდერი იყო. სირცხვილია, რაც ხდება“
ამის შესახებ, ამერიკული კვლევითი ცენტრის, The Heritage Foundation-ის ანალიტიკოსი, ლუკ კოფი Twitter-ზე წერს, რითიც ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
ევროპულმა საბჭომ გუშინ, 23 ივნისს უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი – არა.