საქართველო იმ ქვეყნებს შორის სახელდება, სადაც ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა ყველაზე მეტადაა გავრცელებული

ტოქსიკური სიმართლე: ტყვიასთან შეხება ბავშვების მთელი თაობის პოტენციალს ემუქრება – ამ სათაურით გამოქვეყნებულ იუნისეფის ახალ ანგარიშში საქართველო იმ ქვეყნებს შორის სახელდება, სადაც ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა ყველაზე მეტადაა გავრცელებული. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ პირველად შედგენილ გლობალურ ანგარიშში, საქართველოს შესახებ მონაცემები ეფუძნება 2019 წლის აპრილში გამოქვეყნებულ მასშტაბურ კვლევას.

2018 წელს, სექტემბრიდან დეკემბრამდე ინტერვალში, 1 578 ქართველ ბავშვს აუღეს სისხლის ანალიზი. მათ შორის, 41%-ს აღმოაჩნდა სისხლში ტყვია 5 მკგ/დლ (მიკროგრამი/დეცილიტრზე) ან კიდევ უფრო მაღალი რაოდენობით. აქედან 25%-ს ჰქონდა 5-10 მკგ/დლ; 16%-ს – 10 მკგ/დლ-ზე მეტი. საუბარია 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებზე. ეს მონაცემი განვითარებული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს დაახლოებით 10-ჯერ აღემატება.

ტყვია ნეიროტოქსინია, ასევე – კანცეროგენული ნივთიერება და მისი დასაშვები ნორმა არ არსებობს. 5 მკგ/დლ არის ის ზღვარი, რომლის შემდეგაც, ადამიანს ექიმის მეთვალყურეობა ესაჭიროება. ტყვიასთან შეხებას ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემის დაზიანება შეუძლია. იმის გამო, რომ ტყვიასთან შეხების შემდეგ პაციენტს გამოკვეთილი სიმპტომები არ აღენიშნება, მოწამვლა ძალიან ხშირად შეუმჩნეველი რჩება.

ტყვიასთან მინიმალურ შეხებასაც კი შეუძლია ბავშვის ჯანმრთელობის და კოგნიტური განვითარების დაზიანება. ის ასოცირდება დაბალ ინტელექტთან, ყურადღების მობილიზების პრობლემებთან, მოგვიანებით – ძალადობრივ და კრიმინალურ ქცევასთანაც კი. ეს ყოველივე ადამიანის შემოქმედებით უნარებზე და საბოლოო ჯამში, მის პროდუქტიულობაზეც აისახება. ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ 5 წლამდე ასაკის ბავშები არიან.

ტყვიასთან ხანგრძლივ შეხებას ჰაერით, წყლით ან საკვებით, შეუძლია სასიცოცხლო ორგანოების დაზიანება და სიკვდილიც კი გამოიწვიოს. ტყვიით მოწამვლას დედამიწაზე 900 000-მდე ნაადრევ სიკვდილს უკავშირებენ.

იუნისეფის ანგარიში

დედამიწაზე 800 მილიონამდე ბავშვია ტყვიით მოწამლული. ზოგი მდიდარი ქვეყნის ღარიბ დასახლებებში ცხოვრობს, თუმცა უმრავლესობა მაინც ღარიბი ქვეყნიდანაა. იუნისეფის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში ტყვიის მაღალი დონე ყოველ მესამე ბავშვში აღინიშნება (5 მკგ/დლ და ზევით).

ტყვიით მოწამლული ბავშვების უმრავლესობა აფრიკაში და აზიაში ცხოვრობს, თუმცა ბევრია აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაშიც – ამბობს კვლევის ერთ-ერთი წამყვანი ავტორი ნიკოლას რისი. ის გაეროს ბავშვთა ფონდში კლიმატის, ენერგიის და გარემოს დაცვის პოლიტიკის სპეციალისტია.

ბავშებმა შეიძლება ტყვია მშენებლობის მტვერთან ერთად შეისუნთქონ, ხელით შეეხონ ზერელედ გადაყრილ აკუმულატორებს, ეძინოთ ტყვიის შემცველი საღებავით შეღებილ შენობაში, ითამაშონ დაბინძურებული პლასტმასის სათამაშოებით, საჭმელი მიიღონ ჭურჭლიდან, რომელშიც ტყვიაა, ან მათ საკვებშივე იყოს ტოქსიკური ნივთიერება.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, ნიკოლას რისი “ამერიკის ხმასთან” სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ პირველ რიგშიეს რა თქმა უნდაჯანდაცვის სისტემების გაძლიერებაარათა მათ ჰქონდეთ საშუალება ბავშვების სისხლში ტყვიის დონის მონიტორინგის და პოტენციური რისკფაქტორების გამოვლენისრაც უფრო ძლიერია ჯანდაცვის სისტემამით მეტი უნარი აქვს შეაფასოს და უპასუხოს ტყვიით მოწამვლის გამოწვევებს – აღნიშნავს ანგარიშის თანაავტორი.

მისი თქმით, ასევე უმნიშვნელოვანესია მოწამვლის პრევენცია და ამ მიმართულებით მუშაობა: როცა ტყვია ორგანიზმში აღწევსის ისეთ დაზიანებებს იწვევსრომელიც პოტენციურად გამოუსწორებელიასწორედ ამიტომაა პრევენცია ყველაზე მნიშვნელოვანიიმისთვისრომ ბავშვები ტყვიასთან შეხების მაღალი რისკის ობიექტებს მოვარიდოთჯერ მათი იდენტიფიკაციაა საჭიროუნდა ვიპოვოთ პროდუქტებირომელიც ტყვიას შეიცავს“.

ნიკოლას რისი საზოგადოებაში ტყვიის შესახებ ცნობადობის გაზრდასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. აუცილებელია ამ საკითხზე ფართო საზოგადოებამ რეალურად უკეთ იცოდესიცოდეს ისთუ რამდენად უარყოფითი შეიძლება იყოს მიღებული შედეგებიმოწამვლის სრულად მატერიალიზაციას ხომ ზოგჯერ წლები სჭირდება, [ტყვიაშეიძლება ბავშვის ორგანიზმშიმის ძვალში დიდხანს ინახებოდეს… ჩვენ უნდა გავაცნოთ ხალხს რისკებირომ მათ ქცევა შეცვალონთავი უკეთ დაიცვან“ – ამბობს იუნისეფის წარმომადგენელი.

და ბოლოს, მთავრობამ უნდა მიიღოს შესაბამისი რეგულაციები და მოსპოს ტყვიით დაბინძურების წყაროები – ესეც აბსოლუტური აუცილებლობაა, აღნიშნავს ანგარიშის ავტორი. ნიკოლას რისის თქმით, განვითარებულ ქვეყნებში ტყვიით მოწამვლის შემცირების საქმეში ძალიან დიდი როლი ითამაშა მაგალითადსაწვავის შემცველობის რეგულაციებმაასევე უნდა მოხდეს ნაგავსაყრელების უკეთ რეგულირებასადაც შეიძლება არასწორად გადაყრილი მანქანის აკუმულატორები მოხვდეს – აღნიშნავს ის.

იუნისეფის ანგარიშში ტყვიის რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ წყაროზეა საუბარი. მათ შორის სახელდება წყალი, რომელიც ტყვიით დაბინძურებულ მილებში მოედინება; ინდუსტრიული დაბინძურება, როგორიცაა მაგალითად მაღაროების და ნაგავსაყრელების მიდამოები; ინდუსტრიული საღებავი; ბენზინი; კონსერვები; ჭურჭელი; სუნელები; კოსმეტიკა; წამლები; სათამაშოები და მრავალი სხვა.

მშობლებს, რომლებსაც სამსახურში აქვთ შეხება ტყვიასთან, ის მოაქვთ შინ ბავშვებთან ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, თმის, თუ ხელების საშუალებით. ასევე გავრცელებულია ორსული ქალების მიერ ტყვიის გადაცემა შვილისთვის საშვილოსნოში.

საქართველოში იუნისეფის ტყვიის პროექტის ხელმძღვანელი, ანდრია ნადირაძე “ამერიკის ხმას” ეუბნება, რომ ხელისუფლება, განსაკუთრებით კი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამირან გამყრელიძის მეთაურობით, ძალიან დაინტერესებულია ტყვიის პრობლემის მოგვარებით და თავიდან ბოლომდე ჩართულია ერთობლივ სამუშაოებში. პარტნიორები ამჯერად ტყვიის ახალი ლაბორატორიის მომზადების პროცესში არიან.

იუნისეფმა საქართველოს მთავრობას აპრილში გადასცა ტყვიის წყაროების შესწავლისთვის გამიზნული ტოქსიკური მეტალების საკვლევი მოწყობილობები. დაავადებათა კონტროლის ცენტრს გადაეცა ოთხი სწრაფი დეტექციის აპარატი (რენტგენის ფლუოროსცენტული ანალიზატორი), სხვადასხვა სახის ნიმუშში ტოქსიკური მეტალების შემცველობის განმსაზღვრელი პორტატული მოწყობილობა.

20 ივლისს კი დაავადებათა კონტროლის ცენტრს გადასცეს ატომურ აბზორფციული სპექტრომეტრი – ლაბორატორიული დანადგარი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა სახის ნიმუშში (სისხლში, წყალში, საკვებში, ა.შ.) ტოქსიკური მეტალების (ტყვია, კადმიუმი და არსენიკი…) შემცველობის განსასაზღვრად. ორივე შემთხვევაში, ლაბორატორიული მოწყობილობები ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) და ესტონეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ბავშვთა ფონდმა შეიძინა.

„ამას გარდა, ვაგრძელებთ კვლევით სამუშაოებსაც, კეთდება ტყვიის ექსპოზიციის რისკების სტატისტიკური ანალიზი. მაგალითად, გვაინტერესებს, არის თუ არა კავშირი ტყვიის გავრცელებას და ბავშვის დედის განათლების დონეს შორის. უნდა მოხდეს რისკის პროფილის ჩამოყალიბება, რითაც შევძლებთ დავეხმაროთ ხელისუფლებას იმის განსაზღვრაში, თუ პრევენციის მიზნით, საით მიმართოს ფოკუსი, რა ჯგუფის ბავშვები არიან უფრო მოწყვლადი ამ პრობლემის მიმართ“ – აღნიშნავს ანდრია ნადირაძე “ამერიკის ხმასთან” სატელეფონო საუბარში.

საქართველოში იუნისეფის ტყვიის პროექტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კვლევის მომდევნო ეტაპიც, რომელიც სავარაუდოდ რამდენიმე თვეში დასრულდება, ასევე ძალიან საინტერესო იქნება საქართველოსთვის. მათ ხელთ უფრო სრულყოფილი სურათი ექნებათ, ჰიპოთეზებით ტყვიით დაბინძურების წყაროების და ბავშვებში ექსპოზიციის შესახებ. ეს საველე სამუშაოების უკეთ დაგეგმვის საშუალებას მისცემთ, რომ დაბინძურების კონკრეტულ ადგილებზე გასვლა და შესწავლა მოხდეს.

წყარო: ამერიკის ხმა

გამყრელიძე ქართული ოცნების აქტივისტად და დანამატად გადაიქცა – ჩიხლაძე

"გამყრელიძე ქართული ოცნების აქტივისტად და დანამატად გადაიქცა"- ამის შესახებ, სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო...

საცალო და საბითუმო მოვაჭრეებს საქმიანობა ონლაინ შეუძლიათ – ფერაძე მეყვავილეების აქციაზე

"საცალო და საბითუმო მოვაჭრეებს საქმიანობა ონლაინ შეუძლიათ "- ეს განცხადება, შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა...

ყვავილების გამყიდველები აქციას მართავენ

თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე ყვავილების გამყიდველები ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ და საპროტესტო აქციას მართავენ. ახალი რეგულაციების...

“მომეცი, წავიყვან”- რუსთავის მერი აქციის მონაწილეს, რომელმაც იკითხა, რა აჭამოს შვილს

მომეცი, მომე, ჩემთან წავიყვან სახლში -  ასე უპასუხა რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ აქციის ერთ-ერთ...

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების მიუხედავად “ბასლეინებზე“ ავტომობილების მოძრაობა კვლავ იკრძალება

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ინფორმაციით იმის მიუხედავად, რომ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა...

ძაბირაძეს თქმით, შესაძლოა „გირჩი“ პარლამენტში შესასვლელად კომპრომისულ ვარიანტებს ეძებდეს

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, შესაძლოა, „გირჩი“ პარლამენტში შესასვლელად კომპრომისულ ვარიანტებს ეძებდეს. ამით ძაბირაძე „გირჩის“ ერთ-ერთი...

ჩვენი პოზიცია კატეგორიული იქნება – ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორი

ბრალდებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა ძალაში უნდა დარჩეს, რადგან მათი გამოძიებაში უარყოფითი მონაწილეობის საკითხი...

მელაშვილსა და ილიჩოვას პირად თავდებში 200-მდე პირი უდგება

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას პირად თავდებში 200-მდე...

სხვა სიახლეები

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების მიუხედავად “ბასლეინებზე“ ავტომობილების მოძრაობა კვლავ იკრძალება

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ინფორმაციით იმის მიუხედავად, რომ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია, ე.წ. “ბასლეინებზე“ ავტომობილების მოძრაობა კვლავ დაუშვებელია. მოთხოვნა იმის შესახებ,...

ჯანმრთელობა

სისხლის ანალიზის მეთოდი, რომელსაც კიბოს 50 სახეობის ადრეული გამოვლენა შეუძლია ფართომაშტაბიანი გამოცდის სტადიაშია

ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახური ფართომაშტაბიანი ცდებისთვის ემზადება, რომლის დროსაც სისხლის ანალიზის ის მეთოდი უნდა გამოიცადოს, რომელიც კიბოს ადგენს. მეთოდი აშშ–ში შემუშავდა. პოტენციურად, ახალი მეთოდის...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო