ქართული ოცნების პიარ მრჩეველი, ლაშა ნაცვლიშვილი კმაყოფილია იმით, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიცია არ მონაწილეობს. ნაცვლიშვილი ფეისბუქზე წერს, რომ მოსწონს “საქართველო ნაცების გარეშე“:
“21 ნოემბერი – საქართველო ნაცების გარეშე! თურმე, შესაძლებელი ყოფილა. მოვინდომოთ და 365-დე გავზარდოთ ამ დღეების რაოდენობა სამომავლოდ. ნაკიან წელს კი, 29 თებერვალი დავუტოვოთ, სანიტარული დღესავით – რომ არ მოვდუნდეთ.“– წერს ნაცვლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური იმართება. ოპოზიცია არჩევნების პირველ ტურში მაშტაბური გაყალბების გამო ბოიკოტს უცხადებს პარლამენტს და მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში არ მონაწილეობს.