“იმ საქმეზე, რომელზეც დაზარალებულად ვარ გამოცხადებული, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა როგორც კი დაიწყო გამოძიება ამ საქმეზე, მალევე დაზარალებულად მცნეს. ამ საქმეზე ვარ ბრალდებულიც. სავარაუდოდ გამასამართლებენ იმაზე, რომ კარგად ვერ მცემეს და ხელები დაუზიანდათ ამ ჯალათებს, როცა მცემდნენ კასტეტებით.
ეს არის სრული განუკითხაობა, იურიდიული ნონსენსია, იმ საქმეზე, რომელზეც დაზარალებულად ვარ ცნობილი, ბრალდებულად მიბარებენ. დიდი ალბათობით, ჯარიმას დამაკისრებენ. ველოდები, რომ მოიყვანენ ისევ იმ პოლიციელებს, სტატისტებს, მსახიობებს, რომლებიც, როგორც წესი, მოდიან ხოლმე და ამბობენ, რომ სამხრე კამერები გათიშული ჰქონდათ და კარგად ესმოდათ, როგორ იგინებოდნენ ბრალდებულები. ეს იქნება სტანდარტული სცენარი, რასაც განახორციელებს სისტემა”
აცხადებს ამის შესახებ, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა.