საშიში სიგნალები: მეცნიერებმა გულის უკმარისობის ნაკლებად შესამჩნევი სიმპტომები დაასახელეს

ახალ კვლევაში ამერიკის კარდიოლოგთა ასოციაციამ დაასახელა ყველაზე გავრცელებული ადრეული სიმპტომები, რომლებსაც ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ.

გულის უკმარისობა– ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომლის წამალი ჯერჯერობით არ გამოუგონიათ.

მხოლოდ აშშ–ში გულის უკმარისობა 6 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს. ახალ კვლევაში მეცნიერებმა ყურადღება გაამახვილეს ადრეულ სიმპომებზე, რომლებზე დროულ რეაგირებას ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია, წერს Futurism.

ამერიკის კარდიოლოგთა ასოციაციამ ჩაატარა გულის უკმარისობის ყველაზე გავრცელებული ადრეული სიმპტომების ანალიზი, რომლებზეც აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება.

  • დაღლილობა (ყველაზე გავრცელებული სიმპტომი)
  • ქოშინი
  • კუჭის აშლილობა
  • გულისრევა
  • მადის დაკარგვა
  • აქტივობის შემცირება
  • კუნთების ატროფია

კვლევის დროს მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყველაზე საშიში სიმპტომია დაღლილობის შეგრძნება და ქოშინი – ეს ორი სიმპტომი ერთად იწვევს აქტივობის შემცირებას, რამაც თავის მხრივ კუნთების ატროფია შეიძლება გამოიწვიოს. კვლევის ავტორების აზრით, ასეთ დროს აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან სიმპტომატიკა იმას ნიშნავს, რომ პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა.

მკვლევარები თვლიან, რომ ახალ კვლევაში მოყვანილი სიმპტომები – საშიში სიგნალია, რომლებიც პაციენტის მდგომარეობის გაუარესებას ნიშნავს, ჰოსპიტალიზაციის წინაპირობაა და შესაძლოა  სიკვდილისაც კი.

კვლევაში საუბარია იმაზე, რომ გულის უკმარისობა ქალებში ბევრად რთულად მიმდინარეობს. კვლევისას გაირკვა, რომ ქალები უფრო მეტი ფიზიკური სიმპტომის შესახებ იტყობინებოდნენ, მაგალითად ფიზიკური ტკივილი, ასევე განგაშის შეგრძნება და დეპრესია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომი მეცნიერების აზრთი კოგნიტიკური ფუნქციების დაქვეითებაა, თუმცა დღეისათვის ეს ფაქტორი ოფიციალური სიმპტომების სიაში არ შედის.

გულის უკმარისობა მაშინ ჩნდება, როცა გული ორგანოებში საკმარისი რაოდენობით სისხლის გადაქაჩვას ვერ ახერხებს. ნაკლებად შესამჩნევ პირველ სიმპტომებზე რეაგირება ადამიანებს დაეხმარება დაავადების განვითარება და მძიმე შედეგები თავიდან აიცილონ.

უკრაინის რადაში სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ დადგენილების პროექტი დაარეგისტრირეს

უკრაინის უმაღლეს რადაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ დადგენილების პროექტი...

არჩევნებზე ერთად გასვლა, ერთი პოლიტიკური ქოლგის ქვეშ გაერთიანება არ განიხილება – ბორის ჩელე ყურუა

''ჩემი მიზანი სისტემის ცვლილებაა ხელისუფლების ცვლილების გარეშე ეს არ გამოვა, მაგრამ არც მაშინ გამოვა რამე...

პუტინის გეგმა ჩავარდა, მან უკრაინის გაყინვა ვერ შეძლო – პოდოლიაკი

"ამავდროულად, ზამთრის ბოლო თვე მშვიდად დაიწყო. პუტინის გეგმით, უკრაინა გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე უნდა...

გერმანიამ უკრაინისთვის 88 ლეოპარდ 1-ის გადაცემა დაამტკიცა

გერმანიამ დაამტკიცა უკრაინისთვის 88 ცალი ლეოპარდ 1-ის ტიპის ტანკის მიწოდება  მთავარი საბრძოლო ტანკების სამრეწველო მარაგებიდან....

ნადირაძე სააკაშვილის კახექსიის დიაგნოზს ადასტურებს

კლინიკა "ვივა მედის" დირექტორი ადასტურებს, რომ მესამე პრეზიდენტს კახექსიის დიაგნოზი აქვს. მისი თქმით, დიაგნოზი...

აქტიური ჰომოფობიდან ასეთი კრასავჩიკი მეტროსექსუალი როგორ დადექით? – ნადირაძე ხაჭაპურიძეს

აქტიური ჰომოფობიდან ასეთი კრასავჩიკი მეტროსექსუალი როგორ დადექით? - ასე მიმართა ვივამედის დირექტორმა ნინო ნადირაძემ მიხეილ...

უკრაინის გამარჯვებით საქართველოში რუსეთის აგრესიის დამატებით საფრთხეს მოვხსნით – ჯონსონი

''ჯილდო, რომელიც ახლა ჩვენს წინაშეა, უზარმაზარია. როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს და ისინი გაიმარჯვებენ, როდესაც პუტინს...

ევროკავშირი 30 000 უკრაინელ სამხედროს გადაამზადებს – ბორელი

"რუსეთმა დააბრუნა ომი ევროპაში, მაგრამ უკრაინა აგრძელებს ბრძოლას. მოხარული ვარ, რომ ვამცნო პრემიერ დენის...

კოკაინი, ჯადოქარი, სამეფო ოჯახის კულუარები და ძმების ხელჩართული ჩხუბი –სენსაციური ეპიზოდები პრინცი ჰარის მემუარებიდან

პრინცი ჰარის ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი მემუარები   "სათადარიგო" სამეფო ოჯახის წევრების მიმართ   სენსაციურ განცხადებებს და ბრალდებებს შეიცავს, დაწყებული კოკაინისა და მარიხუანას მოხმარებიდან თავად ჰარის მიერ,სკოლის...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

ბრიუს უილისის მდგომარეობა თანდათან მძიმდება

67 წლის ამერიკელი მსახიობი ბრიუს უილისი, რომელსაც აფაზიის დიაგნოზი აქვს დღეებს მოსიყვარულე ოჯახთან ერთად ატარებს. მისმა 44 წლის მეუღლემ ემა ჰემინგმა Instagram-ზე გამომწერებს აჩვენა,...