საჩივრებმა (შსს-ში) პირველი შედეგი უკვე აჩვენა.. ჯარიმებზე საჩივრების განხილვის ვადა შსს-მ 1-დან 3 თვემდე გააგრძელა – ადვოკატი

“საჩივრებმა (შსს-ში) პირველი შედეგი უკვე აჩვენა.. ჯარიმებზე საჩივრების განხილვის ვადა შსს-მ 1-დან 3 თვემდე გააგრძელა” –  ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული ჯარიმების საჩივრების განხილვის ვადა 1-დან 3 თვემდე გააგრძელა.

“ჯარიმებთან დაკავშირებულმა საჩივრებმა (შსს-ში) პირველი შედეგი უკვე აჩვენა. დღეს ერთმანეთის მიყოლებით გვბარდება დადგენილებები, რომელთა მიხედვითაც, შსს 1-თვიან ვადაში საჩივრის განხილვას ვერ ასწრებს და ვადას 3 თვემდე აგრძელებს. შესაბამისად, კიდევ 2 თვით გადაიდება თითოეული პროცესი და ჯარიმის გადახდის ვადაც”. – წერს მიგინეიშვილი Facebook-ზე.