აშშ-ის სანაპიროს დაცვის ცნობით, ატლანტის ოკეანეში, საძიებო ზონაში, ტიტანიკთან ახლოს, ნამსხვრევების ადგილი იპოვეს. დეტალური ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.
აშშ-ის სანაპირო დაცვა საზოგადოებას ცნობებს სპეციალურ პრესკონფერენციაზე მიაწვდის.
A debris field was discovered within the search area by an ROV near the Titanic. Experts within the unified command are evaluating the information. 1/2
— USCGNortheast (@USCGNortheast) June 22, 2023
ოკეანეში ფართომასშტაბიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მას შემდეგ დაიწყო, რაც ტურისტული წყალქვეშა ნავი, რომელსაც მგზავრები ტიტანიკის ნამსხვრევების დასათვალიერებლად გადაჰყავდა, გაუჩინარდა.ხომალდმა Polar Prince-მა ნავ Titan-ი ეკიპაჟთან კონტაქტი წყალქვეშ გატარებული საათსა და 45 წუთის შემდეგ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 09:45 საათზე დაკარგა.
აშშ-ს სანაპირო დაცვის თქმით, მათ პრობლემის შესახებ დაახლოებით 17:45 საათზე – კონტაქტის დაკარგვიდან რვა საათის შემდეგ შეატყობინეს, რის შემდეგაც დაიწყო სამძებრო სამუშაოები.
წყალქვეშა ნავის ბორტზე მყოფი ხუთი ადამიანიდან ჯერჯერობით 4 ადამიანის ვინაობაა ცნობილი : 58 წლის ბრიტანელი ბიზნესმენი და მკვლევარი ჰამიშ ჰარდინგი, 48 წლის პაკისტანელი მილიარდერი ბიზნესმენი შაჰზადა დავუდი, მისი 19 წლის შვილი, სულემან დავუდი და 77 წლის ფრანგი მკვლევარი პოლ-ჰენრი ნარგეოლე.