საჭირო ნივთების სია, რომელიც დღეს პარლამენტთან, დაუმორჩილებლობის აქციაზე დაგჭირდებათ

მოძრაობა “სირცხვილია” იმ საჭირო ნივთების სიას აქვეყნებს რომლებიც, დღეს პარლამენტთან,  დაუმორჩილებლობის აქციაზე დაგჭირდებათ.

მოძრაობა „სირცხვილია“ დღეს, 6 თებერვალს დაუმორჩილებლობის მარშს აანონსებს და მოქალაქეებს 20:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ შეკრებისკენ მოუწოდებს.

  • თბილი ქურთუკი
  • პლედი
  • თერმოსი(თბილი სასმლით)
  • პირბადე
  • ფაუერ ბანკი
  • საზეიმო ნიღაბი
  • ფერადი აქსესუარები

„საღამოს, ე.წ. “კომენდანტის საათის” დროს, ვგეგმავთ დაუმორჩილებლობის ფერად, მხიარულ და ბრჭყვიალა მარშს, რომელში მონაწილეობაც ყველა მსურველს შეუძლია. სასურველია, წამოიღოთ დოლები, ტამტამები, ნიღბები, სადღესასწაულო ქუდები და სხვა რეკვიზიტები, რომლებიც მარშს კიდევ უფრო ფერადსა და დაუმორჩილებელს გახდის . 20:00-ზე ვიკრიბებით პარლამენტთან!”, – ნათქვამია განცხადებაში.