სახალხო დამცველის კონსილიუმი გორის ჰოსპიტალში შევიდა

სახალხო დამცველის კონსილიუმი თავად ომბუდსმენთან ერთად გორის ჰოსპიტალში რამდენიმე წუთის წინ შევიდა.

ნინო ლომჯარიას განმარტებით, კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო შემოწმებას ჩაატარებს და გაეცნობა სამედიცინო ჩანაწერებს, შემდეგ კი დასკვნას დადებენ.

მისივე თქმით, წინა შესვლის შემდეგ რეკომენდაცია ჰქონდათ, რომ პაციენტის მართვაში მონაწილეობა მიეღოთ ფსიქიატრსა და ფსიქოლოგს, ამიტომ დღეს კონსილიუმს ექიმი ფსიქიატრი შეუერთდება.

“რომ შევაფასოთ წუხელი, რომელიც გამოითქვა დოზირებასთან დაკავშირებით, შესრულდა თუ არა ის რეკომენდაცია, რაც ჩვენ გავეცით ჩასატარებელი ფსიქოთერაპიასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ დღეს უფრო სრულყოფილად შევაფასებთ სურათს”,– აღნიშნა ომბუდსმენმა.