სახალხო დამცველი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ხვალ ჩავა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ხვალ, 28 ივნისს ჩავა.

როგორც ის პანსიონის ახალ მმართველთან, მეუფე იაკობთან შეთანხმდა, პანსიონში მასთან ერთად ჩავა და ბავშვების საცხოვრებელ პირობებს მოინახულებს. მისი ვიზიტის შემდეგ კი პანსიონში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ჩავლენ.

ცნობისთვის, მეუფე სპირიდონის ხელმძღვანელობის პერიოდში ომბუდსმენს პანსიონში არ უშვებდნენ.

მეუფე სპირიდონი 14 ივნისს მეუფე იაკობმა ჩაანაცვლა, რის შემდეგაც მასსა და ლომჯარიას შორის შეხვედრა შედგა.