სახალხო დამცველი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შევიდა

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონში შევიდა. მასთან ერთად პანსიონში მივიდა ომბუდსმენის მოადგილე, ეკა სხილაძე.ვიზიტის შემდეგ პანსიონში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ჩავლენ.

ნინოწმინდის პანსიონის ახალ დირექტორთან, მეუფე იაკობთან,  შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ომბუდსმენი პანსიონში ჩავა და მის მონიტორებსაც ექნებათ მუშაობის საშუალება.