“სახალხო პარლამენტის იდეა არის პირობითი დასახელება. ჩვენ ეს იდეა გავაცანით პრეზიდენტს. მინდა გიხრათ, რომ კმაყოფილი გამოვედი შეხვედრიდან. ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა და მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტი გააკეთებს ბრიფინგს და მინდა, რომ ახლა მეტი კომენტარი არ გავაკეთო. პრეზიდენტი თვითონ გააცნობს საზოგადოებას იმ გეგმებს, რომელიც არის ძალიან სერიოზული. ეს შეხვედრები გაგრძელდება არამარტო ჩვენთან, არამედ სხვა კოალიციებთანაც”
ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეხვდნენ და “სახალხო პარლამენტის” იდეა გააცნეს.