სახელმწიფომ გადასახადი არ გადაგვივადა და დონაციით მიღებული თანხიდან ჩამოგვაჭრა – “მზესუმზირა”

“სახელმწიფომ გადასახადი არ გადაგვივადა და დონაციით მიღებული თანხიდან ჩამოგვაჭრა”- ამის შესახებ, კომუნა მზესუმზირა, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ,  სახელმწიფომ გადასახადის გადავადებაზე უარი უთხრათ და 17 000 ლარის ოდენობის დავალიანება დონაციით მიღებული თანხებიდან ჩამოაჭრათ.

“როგორც იცით, ჩვენი საქმიანობა ჯერ კიდევ 2020 წლის მარტიდანაა შეჩერებული და ამ ხნის განმავლობაში, მხოლოდ ორი ივენთის ჩატარება შევძელით ეზოს ტერიტორიაზე. ეს, რა თქმა უნდა, არ იყო საკმარისი დაგვეძლია ის სირთულეები, რომლებიც შეჩერებული საქმანობის გამო გვედგა. საბედნიეროდ, ზუსტად იმ მომენტში, როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა, თქვენი დახმარებით შევძელით საჭირო რესურსების 30 %-ის მობილიზება. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ესეც არ იყო ამბის ბედნიერი გაგრძელება:

ისევე როგორც ყველა სხვა საქმიანობას, ჩვენც ამ პერიოდის (მარტი – დეკემბერი) განმავლობაში დაგვიგროვდა სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი გადასახადები. კერძოდ, 17 000 ლარი.
რა თქმა უნდა, იმ მდგომარეობაში რომელშიც ვიმყოფებებოდით, შეუძლებელი იყო ამ თანხის გადახდა, რაზეც მივმართეთ სახელმწიფოს შუამდგომლობით, რადგან გადაევადებინათ თანხა შემდეგ პერიოდზე, როგორც ეს გაზაფხულზე მოხდა. სამწუხაროდ, სახლემწიფომ გვითხრა უარი და არსებული დავალიანება (17 000 ლარი) პირდაპირ მოაჭრა დონაციებიდან შემოსულ თანხას, რითიც ჩვენთვის საჭირო რესურსების რაოდენობა 5 %-მდე დაიყვანა.

ჩვენ არ ვითხოვდით ამ გადასახდების გაუქმებას, უბრალოდ ვითხოვდით გადავადებას. სახელმწიფოს გულგრილობის წყალობით კი ჩვენ ისევ იმ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, საიდანაც თავის დაღწევის მინიმალური შანსები გაგვიჩნდა. ახლა კი გვიწევს ყველაფერი დავიწყოთ თავიდან.

მდგომარეობა იგივეა – რთული. მაგრამ იმედიც ისევ გვაქვს – თქვენი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, თავიდან ჩავუშვათ დონაციის პროექტი. ამისთვის კი მოგიმზადეთ ახალი საჩუქრები პაკეტებში, სადაც Guapa Ceramics და ჟუჟუნა • Jujuna-სთან ერთად, ახალ უკვე Masra • მასრა და AlterSocks • ალტერსოქსი შემოგვიერთდნენ, რისთვისაც დიდი მადლობა მათ
აგრეთვე მალე ახალ ლაივსტრიმებსაც და სხვა სიახლეებს შემოგთავაზებთ.

მოკლედ, ჩვენ არ ვჩერდებით და გვჯერა, რომ მივალთ იმ დრომდე, როდესაც ეს საშინელი რეგულაციები, რომლებიც არამხოლოდ ჩვენ, არამედ ამ სფეროში მოღვაწე ყველა სუბიექტს შეეხო და კატასტორფულ კრიზისებამდე მიიყვანა, დასრულდება. გვჯერა, რომ მანდ თქვენთან ერთად მივალთ. ასე რომ კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ, დავდგეთ ერთად და გპირდებით, ისეთ ჯგრიალებში შევხვდებით რომ ეს ამბები სასაცილოდაც არ გვეყოფა.

თუ შენთვის „Mzesumzira“ ძვირფასია და გინდა მის გადარჩენაში მონაწილეობა, გადადით შემდგომ ბმულზე: https://donate.mzesumzira.com  “- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მესიჯი მომივიდა, რომ ოჯახში შემოგივარდებიანო – ვახო სანაია

ტელეწამყვანი ვახო სანაია აცხადებს, რომ მასზე და მის ოჯახზე ძალადობის შემდეგ, მას დაემუქრნენ, რომ...

საბერძნეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

საბერძნეთში საქართველოს საელჩო მომსახურების წესების ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს. "საბერძნეთის რესპუბლიკაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საბერძნეთის...

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში ჩამოვიდა. თვითმფრინავი რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. ხვალ ის საქართველოს...

ბოკერია ვერაა თაობებს შორის შუამავლობის სასარგებლო კანდიდატურა – ბერძენიშვილი

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ ვინც...

ვაქცინის შემოსატანად ერთი მინისტრი ინდოეთში უნდა იყოს, მეორე ბრიტანეთში – გამყრელიძე

“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინის მწარმოებლებთან მოლაპარაკების პროცესში უშუალოდ...

რა შეზღუდვები იხსნება ხვალიდან – გადაწყვეტილება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, პირველი მარტიდან ქვეყანაში კიდევ რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნება: იხსნება საბავშვო და...

არაფერი გვაქვს ეპიდემიის შესაჩერებლად, დაგვერხა ძალიან მაგრად – ფხაკაძე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ჩეხეთში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ სტატიას...

ტვიში და უსახელაური გაქრება, ამას ვამბობ როგორც მეღვინე – სააკაშვილი ნამახვანჰესზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციას სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი უახლოეს დღეებში ის აშშ–ში...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო