სახელმწიფოს წარმომადგენელთა ფართომასშტაბიანი ამნისტია სამართლებრივი სახელმწიფოს არსს ეწინააღმდეგება – ასე ეხმაურება საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივა (GDI). მათი განცხადებით, პოლიტიკური შეთანხმების სახელით ინიცირებული ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის პროექტს გარდა პოლიტიკურისა, მორალურ-სამართლებრივი განზომილებაც გააჩნია და მისი მიზანშეწონილობაც ყველა ამ პერსპექტივიდან უნდა შეფასდეს.
“ევროპული საბჭოს მიერ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებული და მათი უმეტესობის მიერ ხელმოწერილი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტის — სამომავლო გზა საქართველოსთვისუპირველესი მიზანი არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაციიდან მომდინარე ნეგატიური შედეგების შემცირებაა. თუმცა, მწვავე საზოგადოებრივი და პოლიტიკური დისკუსიისა თუ კრიტიკის საგანი გახდა ამ დოკუმენტის ის ჩანაწერი, რომელიც ამნისტიის შესახებ კანონის მიღებას ეხება. კერძოდ, ამნისტიის გავრცელების ინტერპრეტაციას სახელმწიფოს იმ წარმომადგენლებზე, რომლებმაც 2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ უფლებამოსილებას გადაამეტეს, არაპროპორციული ძალა გამოიყენეს ან/და ადამიანთა კონსტიტუციური და კონვენციური უფლებები არსებითად შელახეს”, – აცხადებენ GDI-ში.