ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველოს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომლებიც სეზონური დასაქმების ფარგლებში გერმანიაში გაემგზავრებიან და სტატუსი არ მოეხსნებათ.
“გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამაში მონაწილეობა არც სტატუსის შეჩერებისა და არც ოჯახის ქულების გადამოწმების საფუძველი არ არის”,– აცხადებს უწყება.
საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება პირველი აპრილიდან შეეძლებათ. სარეგისტრაციო პორტალზე რეგისტრაცია უკვე 95 ათასამდე ადამიანმა გაიარა.
გერმანიაში დასაქმების მსურველებმა შემდეგი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ:
- ასაკი — 18-დან 60 წლამდე;
- სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- არ უნდა იყოს დეპორტირებული და გერმანიაში გამგზავრებამდე სამი თვით ადრე შენგენის ზონაში ნამყოფი;
- სასურველია გერმანული, ან ინგლისურ ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
გერმანიაში, სოფლის მეურნეობის სექტორში, სეზონურ სამუშაოზე დასაქმების მაქსიმალური ვადა სამი თვეა. მათ მუშაობა კვირაში 5-6 დღე მოუწევთ, დღეში რვა-ათი საათი. მინიმალური ხელფასი კი საათში 9.5 ევრო იქნება. დასაქმებულს საცხოვრებელი და კვების ხარჯის გადახდა თავად მოუწევს. დამსაქმებელს მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევას პოლისის შეძენა ევალება.