2024 წლის 1-ელი იანვრიდან ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის და საქართველოს რეგიონებისთვის ელექტროენერგიის ტარიფები 3 თეთრით შემცირდა.
სიახლე ყველა კატეგორიის მომხმარებელს, ასევე კომერციულ აბონენტებს შეეხება.
0-დან 101 კილოვატის ჩათვლით, დენის საყოფაცხოვრებო ტარიფი იქნება 15 თეთრი, 101-დან 301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის – 19 თეთრი, აბონენტებისთვის, რომლებიც 301 კილოვატზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ტარიფი 23.5 თეთრი იქნება.