სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 0.7%-ით შემცირდა

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკა სექტემბრის თვეში 0.7%-ით შემცირდა.

მიმდინარე წელს მშპ-ს კლების საშუალო მაჩვენებელი 5%-ს შეადგენს, ეკონომიკური ზრდა თვეებისა და კვარტლების მიხედვით ასე გამოიყურება:

წინა წლის სექტემბერთან შედარებით კლების ტენდენციაა შემდეგ სექტორებში: ტრანსპორტი და დასაწყობება, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფა და საკვების მიწოდება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია.

ზრდის ტენდენცია გამოვლინდა დამამუშავებელი მრეწველობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ვაჭრობის და საფინანსო საქმიანობის სექტორებში.