პოლიციამ გიორგი მჟავანაძე დააკავა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა – “სირცხვილია”

მოძრაობა “სირცხვილიას” დირექტორი გიორგი მჟავანაძე პოლიციამ დააკავა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინფორმაციას ამის შესახებ “სირცხვილია” სოციალურ ქსელში ავრცელებს. მჟავანაძე ზაჰესში, წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

”პოლიციელებმა დააკავეს და ბორკილებდადებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჩვენი მოძრაობის დირექტორს, გიორგი მჟავანაძეს.

ისედაც უსამართლოდ გამოწერილი ჯარიმის ჩასაბარებლად, გლდანი-ნაძალადევის მე-9 განყოფილებაში მისულ გიორგის პოლიციელი ადგილზე არ დახვდა და სთხოვა, დალოდებოდა. ამ დროს, პოლიციის განყოფილების მისაღებში მყოფი სხვა პოლიციელი მიუახლოვდა და დაახლოებით მსგავსი დიალოგი დგება:
– რაზე ხარ მოსული?
– ვიღაც პოლიციელს ველოდები
– შენი ვიღაცაა პოლიციელი?
– სახელი და გვარი არ ვიცი.
ამის შემდეგ, გაღიზიანებულ პოლიციელს უერთდება რამდენიმე თანამშრომელი, გიორგის აგდებენ შენობიდან და “ამას რას ელოლიავებით, დააკავეთ” ბრძანების შემდეგ ადებენ ხელბორკილებს.
ბორკილებდადებულ გიორგის 3 პოლიციელი რამდენჯერმე ურტყამს სახეში ხელს!
ეს ხდებოდა პოლიციის განყოფილების პირველ სართულზე, ცენტრალური შესასვლელიდან რამდენიმე მეტრში.
ამჟამად, გიორგი ზაჰესში, წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მოძრაობის ადვოკატი უკვე დაუკავშირდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სახალხო დამცველის აპარატს. გიორგის პოლიციამ განუცხადა, რომ განყოფილების შენობაში და მის მიმდებარედ კამერები გამორთულია.
პოლიცია რომ თავად არის დანაშაულის ჩამდენიცა და დამფარავიც, ეს უკვე არაერთხელ გამოჩნდა, თუმცა, ჩვენი მოძრაობის წევრებზე მიზანმიმართულ დევნასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას აუცილებლად გაეცემა პასუხი მოძრაობის მხრიდან!
დეტალების გარკვევისთანავე მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას გიორგის მდგომარეობასთან დაკავშირებით.” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ხევსურეთში ადიდებულმა მდინარემ ხიდები წაიღო. ადგილობრივები და ტურისტები იზოლაციაში აღმოჩნდნენ

ხევსურეთში, ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე როშკისწყალზე არსებული ხიდები წყალმა წაიღო. შედეგად სოფელი როშკა გარესამყაროსგან...

ხელისუფლების მიზანია დაელოდოს პროტესტის განლევას და ისევ გაგვაცუროს და “გადაგვაგდოს”-ლაშა ბუღაძე

მწერალი ლაშა ბუღაძე თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანი ამ ეტაპზე დროის გაყვანა და პროტესტის...

ჩვენ ისევ ერთიანები ვართ. ეს არის ჩვენი მესიჯი პუტინისთვის –გერმანიის კანცლერი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, რომელიც დღეს გერმანიაში, ბავარიაში დიდი შვიდეულის სამიტს მასიპნძლობს, ამბობს, რომ...

14 რუსული რაკეტა კიევის ოლქში – ერთი რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა

26 ივნისის დილით კიევის შევჩენკოს რაიონში აფეთქებების სერია მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია კიევის მერმა,...

არ ვატარებთ „ღირსების მარშს“, ყველა ღონისძიება დახურულ სივრცეში ტარდება-თბილისი პრაიდი

მოვითხოვთ მთავრობამ საჯაროდ და მკაფიოდ განაცხოს, რომ დაიცავს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის სამივე ღონისძიებას და...

რუსეთი მალე ომის წარმოების შესაძლებლობებს ამოწურავს–The Washington Post ექსპერტების პროგნოზების შესახებ

გამოცემა The Washington Post  აქვეყნებს სტატიას, რომელშიც დასავლელი ექსპერტების და ჩინოვნიკების პროგნოზებია მოყვანილი უკრაინაში...

HIMARS-ის საშუალებით უკრაინელებმა დონბასში რუსების ორი სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს(ფოტო,ვიდეო)

24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში რუსი ოკუპანტების ორ სამეთაურო პუნქტზე მიიტანეს შეტევა...

აშშ–ს სპეცოპერაციების ძალები უკრაინისთვის საიდუმლო ოპერაციას ატარებენ –The New York Times

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მეხუთე თვეს დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორიაზე აშშ–ს სპეცოპერაციების ძალები უკრაინისთვის საიდუმლო ოპერაციას...

“პრეზიდენტზე ზეწოლა მისი ოჯახის მეშვეობით შესაძლებელია“–ელენა ზელენსკას ინტერვიუ

უკრაინაში რუსეთის ფართომაშტაბიანი შეჭრის შემდეგ ელენა ზელესკას შვილებთან, ალესანდრასთან და კირილთან ერთად უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია, თუმცა რეგულარულად იცვლიდა ადგილს უსაფრთხოების მიზნით. ამის შესახებ...

ლუდმა შეიძლება ნაწლავების მუშაობა გააუმჯობესოს – მეცნიერების ახალი კვლევა

ითვლება, რომ მიკრობული მრავალფეროვნება ადამიანის ნაწლავებში თავად ნაწლავების ჯანმრთელობის საფუძველია. ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ლუდის ზომიერი მოხმარება შეიძლება დადებითად მოქმედებდეს ამ მრავალფეროვნების შენარჩუნებაზე. ამასთან,...

ერთი სიგარეტის კოლოფიც კი არ მახსოვს ივანიშვილისგან–თემურ თათარაშვილს ლანძღვა მობეზრდა და ოცნების აქტიურ მხარდაჭერას აღარ აპირებს

მომღერალ თემურ თათარაშვილს ოცნების ღია მხარდაჭერას აღარ აპირებს. ამის შესახებ მომღერალი ფეისბუქზე წერს. ის ამბობს, რომ ოცნების მხარდაჭერის გამო თავდასხმების მსხვერპლია: "ბევრი ვიფიქრე მეგობრებო და...