თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას თბილსერვისის თანამშრომლების გაფიცვამ მეეზოვის დღე გაახსენა, რომელიც მისი მერობის დროს აღინიშნებოდა. უგულავამ ფეისბუქზე ვიდეო გააზიარა და დაწერა:
შეგახსენებთ, რომ “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლებმა გაფიცვა შაბათს შეწყვიტეს. პროფკავშირების ინფორმაციით, მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მათ ხელფასი პირველი იანვრიდან გაეზრდებათ, თუმცა მოხდება თუ არა ხელფასის გაზრდა 50%-ით, რასაც გაფიცული თანამშრომლები ითხოვნდნენ, ეს ჯერჯერობით უცნობია.
როგორც პროფკავშირების წარმომადგენელმა “თბილსერვის ჯგუფთან ” და თბილისის მერიის წარმომადგენლთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ის 7 პუნქტიანი განცხადება, რომელიც მათ წარადგინეს, დაკმაყოფილდა. პროფკავშირების წარმომადგენლის თქმით, 7-დან 6 პუნქტი, რომელიც კონკრეტულ მოთხოვნებზე კონკრეტული თარიღების მითითებას ითვალიწინებდა, 15 დღეში დაკმაყოფილდება, ხოლო მე-7 პუნქტი – ხელფასის გაზრდა კი, პირველი იანვრიდან მოხდება.
ამ გადაწყვეტილებას დასაუფთავების სამსახურის თანამშრომლები ტაშით შეხვდნენ .