“სირცხვილია 20 000 ლარად იყიდო შენივე ბრალეულობით გარდაცვლილი ადამიანის სიცოცხლე” – დავით ბერიაშვილის დედა

“სირცხვილია 20 000 ლარად იყიდო შენივე ბრალეულობით გარდაცვლილი ადამიანის სიცოცხლე” – ასე ეხმაურება, შოვის ტრაგედიისას დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით საქართველოს მთავრობა შოვში დაღუპულების ოჯახებს თითოეულ გარდაცვლილზე 20,000 ლარის ფინანსურ დახმარებას გადასცემს.

“საქართველოს მთავრობა, რამდენად გიღირთ თქვენი შვილის არა თუ სიცოცხლე, ოდნავი უგუნებობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა? ჩემი შვილის და ყველა იქ გარდაცვლილის სიცოცხლე შეუფასებელია…[…] რად უღირთ ჩვენი შვილების, მეუღლეების, და-ძმების სიცოცხლე ჩვენს უსაფრთხოებაზე, ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე პასუხისმგებელ პირებს…სირცხვილია 20 000 ლარად იყიდო შენივე ბრალეულობით გარდაცვლილი ადამიანის სიცოცხლე”… – აცხადებს ბერიაშვილის დედა.