“მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნდებოდა, სიურპრიზი არავისთვის არ უნდა ყოფილიყო, რადგან წინასწარვე იყო ცნობილი, რომ მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდებოდა, ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნდებოდა. ეს არ იყო მოულოდნელი გადაწყვეტილება. გორის ჰოსპიტალში გადაყვანამდეც, თავისთავად, ცხადი მოცემულობა იყო, როგორც კი დასტაბილურდებოდა, უკან დაბრუნდებოდა. რაც შეეხება სტაბილიზაციას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო თუ არა, ამაზე უამრავი ადამიანი და დომინანტურად, პროცენტულად უფრო მეტი არაექიმი აკეთებს განცხადებებს, ვიდრე მისი მკურნალი ექიმები. მისმა მკურნალმა ექიმებმა გააკეთეს ამის შესახებ განცხადება და, დამერწმუნეთ, მე ჩემს კოლეგებზე ვსაუბრობ, არცერთ ექიმს არ მოუვა თავში აზრად ის, რომ პაციენტის მდგომარეობა ხელოვნურად დაამძიმოს ან შეამსუბუქოს. ექიმს როცა აძლევენ მუშაობის საშუალებას, ის შესანიშნავად ასრულებს თავის ფუნქციას და ამას თუნდაც ბოლო 2 წელი გვაჩვენებს. ასე რომ ადვოკატებმა, არაექიმებმა, ენთუზიასტებმა აცადონ ექიმებს თავისი საქმის კეთება”
ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი დავით სერგეენკო მიხეილ სააკაშილის რუსთავის ციხეში გადაყვანაზე.