სიცრუეა, თითქოს სააკაშვილთან პირად ექიმს არ ვუშვებთ – იუსტიციის მინისტრი

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს, N12 პენიტენციურ დაწესებულების ხელმძღვანელობა მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ციხეში არ უშვებს.

“არასწორია ფორმულირება, რომ არ ვუშვებთ მიხეილ სააკაშვილთან მის პირად ექიმს. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ბატონი ყიფშიძე ციხეში იმყოფებოდა რამდენჯერმე და მოინახულა პატიმარი მიხეილ სააკაშვილი. არსებობს პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის დადგენილი წესები. ამისთვის უნდა გაკეთდეს შესაბამისი მიმართვა. ეს მიმართვა გაკეთებული იყო წესის დარღვევით და ციხის ადმინისტრაციამ ადვოკატის მეშვეობით უკვე შესთავაზე, რომ დაწეროს განცხადება და შემოვიდეს. თუკი ის წესის დაცვით დაწერს განაცხადს, დღესვე შევა ციხეში”. – თქვა ბრეგაძემ.