განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, 28, 29 და 30 ოქტომბერს სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ.
“საარჩევნო უბნები განთავსებულია ზოგიერთ სკოლაში. ის სკოლები, სადაც არის საარჩევნო უბანი, არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების გამო მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს, დროებით გადავლენ დისტანციურ რეჟიმზე.
ეს არის დროებითი, მხოლოდ იმ სკოლებისთვის, სადაც საარჩევნო უბნებია. ყველასთვის გასაგებია, რომ ეს არის იმისთვის, რომ იქ მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდეს”. – ამბობს ჩხენკელი.
საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.