“შალვა პაპუაშვილს მინდა ვურჩიო, ნუ ებრძვით საკუთარ წარსულს. სოზარმა ხომ მოიჭრა თავი, მთელი ცხოვრება რასაც აკეთებდა, იმის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა ორი ხმლით ხელში და კი შემოემტვრა ის ხმლები მერე. შალვა პაპუაშვილიც მუშაობდა გერმანულ ფონდში, რომელიც გასცემდა არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტებს. ახლა რომ დგახარ და არასამთავრობო ორგანიზაციებს ფარისევლებს ეძახი, ძალიან უხერხულია. ჩვენი წარსულიდან ხომ მოვდივართ? მაშინ უნდა ვთქვათ, რომ რაც აქამდე მიკეთებია, სამარცხვინოა, ფარისეველი ვიყავი და აღარ გავაკეთებ. მე ჩემი წარსულის არ მრცხვენია, მეც ვიყავი არასამთავრობო ორგანიზაციაში, “თბილისის ჰამქარში”, გრანტიც ამიღია და ძალიან სწორად დამიხარჯავს და ჭინთვებში რომ არიან ახლა გამჭვირვალობაზე, წავიდნენ და ნახონ, რას ხმარდებოდა და როგორ. ბევრი რამე არ მომწონს არასამთავრობო ორგანიზაციებში: ჩვენი პარტიის მიმართ დამოკიდებულება, ლევანისადმი, როგორც სახალხო დამცველისადმი, მაგრამ ასეთია დემოკრატია, საჯაროობა, რომ ლანძღვის ატანაც გიწევს, დაუმსახურებელი ლანძღვისაც, მაგრამ არც მე ვარ ბამბის ქულაში გაზრდილი ბარტყი და არც ლევანი, გაგვლანძღეს კი, დაუმსახურებლადაც, მაგრამ არჩევის დღიდან და იმ ინციდენტიდან მოყოლებული აჩვენებს, რომ პრინციპულია და ზუსტად იცის, რაც უნდა აკეთოს, ყოველდღე ადასტურებს, რომ კარგი სახალხო დამცველია. ბევრთან გამიფუჭდა ურთიერთობა, მაგრამ ამიტომ ახლა მე რომ ძალაუფლებაში მოვალ, უნდა დავიჭირო ისინი და კანონი მივიღო, რომ გავაჩუმო? ეს არის აბსურდი და ამ აბსურდს მოეშვას შალვა პაპუაშვილიც, კობახიძეც და “ქართული ოცნებაც,”

ამის შესახებ მოქალაქეების დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა

ქართველმა ხალხმა ნათლად თქვა, რომ დემოკრატიული, წარმატებული საქართველო სურთ – სტოლტენბერგი

“მივესალმები საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომ ჩააგდოს და გაიწვიოს “უცხოური გავლენისა და აგენტების” კანონპროექტი, რადგან...

რუსეთმა შავ ზღვაში ორი რაკეტმზიდი შეიყვანა, დარტყმის საფრთხე მაღალია – სამხრეთის ოპერატიული სარდლობა

რუსეთმა შავ ზღვაში ორი რაკეტმზიდი შეიყვანა, რის გამოც, სარაკეტო დარტყმის საფრთხე მაღალია - აღნიშნულ ინფორმაციას,...

შალვა რამიშვილი სექსუალური შევიწროებაზე ბრალდებებს უარყოფს

ტყუილი და აბსურდია! - შალვა რამიშვილი მის მიმართ წაყენებულ სექსუალური შევიწროებაზე მძიმე ბრალდებებს უარყოფს. "ტყუილი...

ქვეყანას ვინ ღალატობს, შე ავადმყოფო? ოროსანო, წიგნი წაიკითხე – სამნიძე ბერაიას

''ენა გააჩერე, ეს ჩემთვის არავის უკადრებია. რა ფული ავიღე, შენ ნორმალური თუ ხარ. წესიერად...

ამგვარი დანაშაული ძალიან მძიმეა, დაბრალება – არანაკლებ მძიმე – წილოსანი შალვა რამიშვილზე

გამოვეხმაურები მიმდინარე კამპანიას სექსუალური შევიწროების შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ: ჩვენ ძალიან...

ჯანმრთელობის მდგომარეობა კატასტროფულია, 62 კგ-ია – ალასანია სააკაშვილზე

"ჯანმრთელობის მდგომარეობა კატასტროფულია, 62 კგ-ია" - ამის შესახებ, განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის...

დიტო სამხარაძის ბულინგს თავი დაანებეთ – მამუკა მდინარაძე

თქვენ გნებავთ, რომ იყოს ბულინგი ქართული ოცნების დეპუტატებზე. მათ ოჯახებზე, მცირეწლოვან და არასრულწლოვან შვილებზე,...

სამყარო უფრო უსაფრთხო გახდება, როდესაც ტირანია დამარცხდება – ზელენსკი

სამყარო უფრო უსაფრთხო გახდება, როდესაც ტირანია დამარცხდება და სხვა პოტენციური აგრესორები თავისუფლების სრულ ძალას...

შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთი ჟურნალისტი ამხელს

ტაბულას ჟურნალისტი მაკო ჯაბუა ფეისბუქზე იხსენებს რამდენიმე წლის წინანდელ ისტორიას, როცა სამსახურის დაწყების მიზნით შალვა რამიშვილთან ოფისში მივიდა. ჟურნალისტის თქმით შალვა რამიშვილის მხრიდან ის...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

„მე ისევ რუსი ვარ“: დეპარდიე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეცვლილა. მისი თქმით, ის „ჯერ კიდევ რუსია“. ამის შესახებ ფრანგმა კულტურის...