სომხეთი აცხადებს, რომ ყარაბაღში ჯარი არ ჰყავს

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს სადაც ნათქვამია, რომ მთიან ყარაბაღში სომხეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა და აღჭურვილობა განლაგებული არ არის.

  • „აზერბაიჯანის ოფიციალურ შეტყობინებებსა და მედიაში გრძელდება ყალბი ინფორმაციის გავრცელება, რომლის თანახმადაც, მთიან ყარაბაღში განლაგებულია სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, სამხედრო ტექნიკა და პირადი შემადგენლობა. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში ჯარი არ ჰყავს“, – აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ რამდენიმე საათის წინ  განაცხადა, რომ  მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, რომელსაც ამ ეტაპზე აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებს, “ანტიტერორისტული” მოქმედებები დაიწყო.

აზერბაიჯანული უწყება აცხადებს, რომ ამას წინ უძღოდა სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მიერ მთიან ყარაბაღში საარტილერიო ცეცხლი გახსნა აზერბაიჯანის სამხედროებისთვის.

  • “სამმხრივი განცხადების დებულებების უზრუნველყოფის მიზნით, ყარაბაღის ეკონომიკურ რეგიონში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღსაკვეთად, ჩვენი ტერიტორიიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების განიარაღებისა და გაყვანისთვის, გათავისუფლებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის, სამშენებლო-აღდგენით სამუშაოებში ჩართული სამოქალაქო მოსამსახურეებისა და სამხედრო მოსამსახურეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად, რეგიონში დაწყებულია ანტიტერორისტული ღონისძიება”. – ნათქვამია განცხადებაში.

სტეპანაკერტში აფეთქებების ხმაა, მოსახლეობა ევაკუაციისთვის სარდაფებში ჩავიდა.

აზერბაიჯანი ასევე აცხადებს, რომ მათი სამიზნე  მშვიდობიანი მოქალაქეები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არაა, არამედ მხოლოდ სამხედრო ობიექტებს უტევს.

ხვალ 11:00 საათზე პარლამენტთან გომელაურის მოსმენის პარალელურად აქცია გაიმართება

ხვალ, 22 სექტემბერს, 11:00 საათზე პარლამენტის უკანა შესასვლელთან შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენის...

2021 წელს თურნავა იყო ჩართული ბინძურ გარიგებებში ფარცხალაძესთან – ხოშტარია

"მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას ბინძურ, ანტისახელმწიფოებრივ კავშირებზე ოთარ ფარცხალაძესთან...

ისინი, ვინც ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს ახორციელებენ, „საკუთარ თავს სანქცირების რისკის ქვეშ აყენებენ“ – სახელმწიფო დეპარტამენტი

„ვწუხვართ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო. დაწესებულებები და ინდივიდუალური პირები, რომლებიც ახორციელებდნენ ტრანზაქციებს ფარცხალაძესთან...

30 000-ზე მეტ სტუდენტს დავალიანება სრულად გაუნულდება – ამილახვარი

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, 15 სექტემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ფინანსური...

“ფამფალა”, “ტონი”, “როკო” – შსს-მ ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, ბათუმში, ლანჩხუთსა და ცაგერში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 13 პირი...

ამ ეტაპზე, Freeuni-სა და Agruni-ს სტუდენტებს დავალიანება ვერ გაუნულდებათ – ამილახვარი

"ირაკლი ღარბაშვილმა 15 სექტემბერს გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება...

პრეზიდენტთან დაიბარეს სებ-ის კანდიდატები, სთხოვეს უარის დაწერა – კობახიძე

"კიდევ ერთხელ მოხდა ალიანსის ლუსტრაცია, რაც არის სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. მეტიც,...

ეროვნული ბანკი გასუფთავდა, ზოგი ჭირი მარგებელია – კობახიძე

"ეროვნული ბანკი გასუფთავდა. იდეალური სურათი მიიღო სახელმწიფომ ამ ყველაფრიდან. ზოგი ჭირი მარგებელია - არის...

5 ჰობი, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ

არსებობს ბევრი მარტივი ჰობი, რომელსაცსიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. კითხვითა და მუსიკის მოსმენით თქვენი ტვინის აქტიურობის  შენარჩუნებიდან  დაწყებული,  ყოველდღიურ აქტივობებამდე, როგორიცაა მებაღეობა ან გაჭიმვა. გთავაზობთ ექსპერტების...

სალმონელოზის შემთხვევების გამო დაგროვილ კითხვებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პასუხობს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს სალმონელოზის შესახებ, რომელიც ნიკორა ტრეიდის პროდუქციაში აღმოჩნდა და 8 ადამიანის ინტოქსიკაცია გამოიწვია. “ნიკორასთან დაკავშირებული სალმონელოზის შემთხვევების გამო ბევრი შეკითხვაა...

გარდაიცვალა იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი იტალიელი მომღერალი, ტოტო კუტუნიო. 2007 წლიდან ის სიმსივნეს ებრძოდა. ამ წელს მას პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მოგვიანებით კი მარჯვენა თირკმელი...