სოფელ ატოცთან და ნიქოზთან ოკუპანტებმა უკანონო ბორდერიზაცია ისევ განაახლეს – სუსი

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მხრიდან კვლავ დაფიქსირდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტი. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების შეფასებით, აღნიშნული უკანონო აქტივობა წარმოადგენს საოკუპაციო ძალების მორიგ სახიფათო და უკიდურესად დესტრუქციულ ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს და ხელყოფს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, რაც კიდევ უფრო გაართულებს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას.

„საოკუპაციო ძალების მორიგ უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა „ცხელი ხაზი“. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები.

უსაფრთხოების გარემოს დაზიანების კუთხით, საოკუპაციო ძალების მიერ გადადგმული დესტრუქციული ნაბიჯები, კიდევ ერთხელ მწვავედ იქნება დასმული, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM), ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდებზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ პერიოდში ლარს სჭირდება მხარდაჭერა, თანადგომა, შემდეგ კი იქით დაეხმარება ეკონომიკას – ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის პარალელურად,...

საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4960 -ს შეადგენს. ამის შესახებ...

ცნობილი გახდა ხარკოვში მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზი, რომელსაც 22 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით უკრაინული მედია ხარკოვთან მომხდარი ავიაკატასტროფის შესაძლო მიზეზებზე წერს. წყაროს...

მე ვარ მიშას მიმხმარე და თანაშემწე – გუბაზ სანიკიძე

"მე ვარ მიშას თანაშემწე და მიმხმარე, სააკაშვილი არის სრულყოფილი პოლიტიკოსი" -  ამის შესახებ გუბაზ...

არ ვარ დარწმუნებული საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ვიქნები თუ არა – ირაკლი ოქრუაშვილი

"არ ვარ დარწმუნებული საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ვარ თუ არა "- განაცხადა, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა,...

სამადაშვილმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ განიხილავენ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში კონკურენტი დამიყენონ – ჯაფარიძე

"სამადაშვილმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ განიხილავენ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში კონკურენტი დამიყენონ" - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა,...

მოვუწოდებ მსოფლიოს, შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ქმედებებს – გიორგი გახარია გაეროს ასამბლეაზე

"საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით მოვუწოდებ მსოფლიო საზოგადოებას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ქმედებებს"- ამის...

ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე მიკროავტობუსი გადაბრუნდა – დაშავებულია 11 მგზავრი

ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე მიკროავტობუსი გადაბრუნდა. შედეგად დაშავდა 11 მგზავრი, რომლებიც რთველში სამუშაოდ მიდიოდნენ. დაშავებულები თავდაპირველად...

სხვა სიახლეები

მზეზე აქტიურობის ახალი ციკლი იწყება. რა პრობლემები გველის დედამიწაზე

ნასა მზეზე მომეტებული აქტივობის ახალი პერიოდის დაწყების შესახებ იუწყება. მეცნიერებმა მას უკვე უწოდეს “მზის ციკლი 25“. ეს მნიშვნელვანია დედამიწის ელექტრონული ტექნოლოგიებისა და ასტრონავტებისთვის ორბიტაზე. კაცობრიობას...

ჯანმრთელობა

მეცნიერები: კორონავირუსი უჩვეულოდ მდგრადი და ელასტიური აღმოჩნდა

კორონავირუსი უჩვეულოდ ელასტიური და მაღაი ტემპერატურის მიმართ მდგრადია –ეს დასკვნა ბუდაპეშტში მდებარე ზემელვეისის უნივერსიტეტის მკვლევარების ჯგუფმა გააკეთა, რომელმაც  Sars-CoV-2–ის უწვრილესი ნემსით გახვრეტა გადაწყვიტა. მათ...

შოუ ბიზნესი

რატომ არ ყავს შარლიზ ტერონს წლების მანძილზე მეგობარი მამაკაცი

შარლიზ ტერონის ბოლო გახმაურებული რომანი მსახიობ შონ პენთან მისი ურთიერთობა იყო . ვრცელდებოდა ჭორები, რომ წყვილი დაქორწინებასაც აპირებდა, თუმცა თავად ტერონი ამას უარყოფდა. შონ...

ვიდეო