სოციალური მხარდაჭერის პროგრამაში უკვე დარეგისტრირებულია 810 ათასი ბავშვი – 482 000 ოჯახი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, განცხადებების მიღება გაგრძელდება პირველ დეკემბრამდე, ხოლო შესაბამისი დახმარების გაცემა დაიწყება სექტემბრიდან.
200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლებმა რეგისტრაცია სპეციალურად შექმნილ პორტალზე, daxmareba.moh.gov.ge-ზე უნდა გაიარონ.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ 17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარება საბანკო დავალიანების მქონე პირებს არ ჩამოეჭრებათ.