სპეციალურად არ ჩატარდა სამძებრო სამუშაოები იმ მიმართულებით, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილმა გაიარა – ადვოკატი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი საქმეში არსებულ დრონით გადაღებულ ვიდეომასალას გაეცნო.ადვოკატის განცხადებით, ვიდეომასალაში არ ჩანს ის ადგილი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი იპოვეს. როგორც რამიშვილმა ჟუნალისტებს განუცხადა, დრონით გადაღებულ კადრებში გაურკვეველი ტერიტორიებია დაფიქსირებული.

“ჩანაწერები არის გაკეთებული 19 ივლისიდან 21 ივლისამდე. სულ არის გაკეთებული 9 ჩანაწერი. გადაღებულია 62 სურათი. ყველაზე დიდი მასალა არის 21 წუთიანი. შემთხვევის ადგილას მიახლოებითაც კი არ არის ტერიტორია დაფიქსირებული. გაურკვეველი ტერიტორიებია დაფიქსირებული, გაურკვეველი ტყე, რკინიგზის ტერიტორია. არ ვიცი, სად ახორციელებდა თეთრიწყაროს პოლიცია დრონის გადაღებებს და სად ახორციელებდნენ სამძებრო სამუშაოებს, ჩემთვის გაუგებარია. თეთრიწყაროს რაიონის პოლიცია არანაირ სამძებრო სამუშაოებს არ ახორციელებდა. ალბათ, რამდენიმე კილომეტრის იქით ეძებდნენ, რაღაც სოფლები არის დათვალიერებული. არაფრის მომცემი კადრები არ არის. სპეციალურად არ ჩატარდა სამძებრო სამუშაოები იმ მიმართულებით, სადაც ბოლო ინფორმაციით გაიარა თამარის ავტომობილმა.

მივყვებით ახლა საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობას, ჩვენებების გაცნობას და ველოდები სატელიტიდან სურათებს 18-22 ივლისამდე შემთხვევის ადგილზე გადაცემული კოორდინატებით, რომ ერთხელ და სამუდამოდ დადასტურდეს, იდგა თუ არა იქ თამარის ავტომობილი”, – განაცხადა რამიშვილმა.

მისი თქმით, “გამოძიება ვერ მიმდინარეობს იმ სცენარით, რა სცენარიც ჰქონდათ დადგმული”.

“ბევრი ვერსია არსებობდა,თiთქოს თამარს შეიძლებოდა ნარკოტიკებთან ჰქონოდა შემხებლობა, პორნოგრაფიასთანაც ჰქონია შემხებლობა. ეს იყო დადგმული, კარგად ორგანიზებული და ყველაფერი გათვლილი იყო თავიდანვე, მაგრამ ვერ მიმდინარეობს იმ სცენარით, რა სცენარსაც ჰქონდა ადგილი”, – განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

თალაკვაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის ლიდერობით ხალხს რეალური ძალაუფლება დაუბრუნდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ  ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით "ქართულმა ოცნებამ" რეალური ძალაუფლება...

კორონავირუსი შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის 13 თანამშრომელს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათში Covid 19 შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 13 თანამშრომელს დაუდასტურდა. შსს-ს...

ისინიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან – კალაძე მეუფეების საარჩევნო ღონისძიებებზე დასწრებაზე

"ისინიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან"- ასე უპასუხა  „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების...

“ეკლესია ყოველთვის უჭერს მხარს არსებულ ხელისუფლებას” – მეუფე ანტონი

"როდესაც ოპოზიცია მოვა პოზიციაში, ვიქნებით მასთან" - განაცხადა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა...

COVID-19-ით გარდაიცვლილი მე-20 პაციენტი სოხუმის სკოლის მასწავლებელია

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოყვანილი 60 წლის ქალია, რომელიც  სოხუმის პირველი...

ეს არ ნიშნავს მხარდაჭერას – მეუფე შიო მეუფეების საარჩევნო ღონისძიებებზე დასწრებაზე

არ ნიშნავს მხარდაჭერას,- ასე უპასუხა საქართველოს კათოლიკოს  პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ჟურნალისტების შეკითხვას, მეუფეების...

ვწუხვარ, რომ მიხეილ სააკაშვილს მთლიანად აერია თავგზა – ვაშაძე

ძალიან ვწუხვარ, რომ მიხეილ სააკაშვილს მთლიანად აერია თავგზა, - ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“...

ყველა გამოსვლა არის საჩუქარი ივანიშვილის პროპაგანდისთვის – ბოკერია სააკაშვილზე

სააკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნები მხოლოდ მასსა და ივანიშვილს შორის არის, ეს არის ერთი-ერთში ივანიშვილის პროპაგანდის...

სხვა სიახლეები

მზეზე აქტიურობის ახალი ციკლი იწყება. რა პრობლემები გველის დედამიწაზე

ნასა მზეზე მომეტებული აქტივობის ახალი პერიოდის დაწყების შესახებ იუწყება. მეცნიერებმა მას უკვე უწოდეს “მზის ციკლი 25“. ეს მნიშვნელვანია დედამიწის ელექტრონული ტექნოლოგიებისა და ასტრონავტებისთვის ორბიტაზე. კაცობრიობას...

ჯანმრთელობა

Covid19-ის რუსული ვაქცინით პუტინის შვილი აიცრა. შეიძლება თუ არა უკვე ამ ვაქცინის გამოყენება

რუსმა მეცნიერებმა ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ში კორონავირუსის რუსული ვაქცინის კვლევის შედეგების შესახებ სტატია გამოაქვეყნეს. პუბლიკაციაში ისინი ამტკიცებენ, რომ რუსულ პრეპარატს შეუძლია ადამიანის ორგანიზმში Covid19-ის...

შოუ ბიზნესი

რატომ არ ყავს შარლიზ ტერონს წლების მანძილზე მეგობარი მამაკაცი

შარლიზ ტერონის ბოლო გახმაურებული რომანი მსახიობ შონ პენთან მისი ურთიერთობა იყო . ვრცელდებოდა ჭორები, რომ წყვილი დაქორწინებასაც აპირებდა, თუმცა თავად ტერონი ამას უარყოფდა. შონ...

ვიდეო