დღეს მარნეულის მოსახლეობას გაძვირებული ფასებისა და მძიმე სოციალური პირობების გამო, სოფელ შულავერში საპროტესტო აქცია უნდა გაემართათ, თუმცა თუმცა მარნეულის მაჟორიტარი “ქართული ოცნებიდან”, ზაურ დარგალი მათ საჯაროდ დაემუქრა და თქვა, რომ აქციაზე გამოსულ ყველა ადამიანს პასუხს პირადად მოსთხოვდა.
აქცია 17:00 საათზე უნდა გამართულიყო თუმცა, მთავრობამ მარნეულში ათობით სპეც-დანიშნულების რაზმი გამოიყვანა რის გამოც პადგილზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მივიდა.
“აქციაზე, თავიანთი გასაჭირიდან გამომდინარე, უნდოდათ ხელისუფლებისთვის მიეწვდინათ ხმა – რა უჭირთ, რა პრობლემები აქვთ. მთავრობამ კი, იმის ნაცვლად, რომ ამ ხალხის აზრი გაიგოს, პოლიცია ჩამოიყვანა. ვითარება წაიყვანეს იქითკენ, რომ ხალხი დაეშინებინათ. აბსურდია, რომ ჩვენ ვაპირებდით პროვოკაციებს, პროვოკაციების მოწყობას აპირებდა ხელისუფლება”. – თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.