საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი ქართველი ხალხის სახელით გააკეთა და რა თქმა უნდა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს საქართველოს მთავრობა ქართველი ხალხის სახელით მიიღებს. ეს არის ის, რაზეც ჩვენი კონსტიტუცია და საერთაშორისო სამართალია დაფუძნებული. ვინც ცდილობს, რომ ასეთი მიდგომები უარყოს, ეს ტიპური რუსული სტილია – როდესაც, ქვეყანაში არა სახელმწიფო და მთავრობა იგულისხმება, არამედ, იგულისხმება რაღაც ჯგუფები, რომლებიც მას მოსწონს […] ის შედეგები, რაც ჩვენ ამ ბოლო პერიოდში ვაჩვენეთ, იმის ოპტიმიზმს მაძლევს, რომ ამას სათანადოდ დაინახავენ, შეაფასებენ და აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება.