სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოსთხოვა

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ნავალნის საქმის განხილვისას მისსავე სასარგებლოდ დროებითი ზომა გამოიყენა და კრემლს რუსი ოპოზიციონერის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

“სასამართლო ალექსეი ნავალნის სასარგებლოდ დროებით ზომას მიმართავს და რუსეთის ხელისუფლებას ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს”, – ვკითხულობთ სასამართლოს 16 თებერვლის გადაწყვეტილებაში.

შეგახსენებთ, მოსკოვის სასამართლომ 2 თებერვალს დააკმაყოფილა ბრალდების მოთხოვნა და “ივ როშეს” საქმეზე ალექსეი ნავალნის პირობითი მსჯავრი რეალური პატიმრობით შეცვალა, რის შედეგადაც ნავალნის სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე, საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, 17 იანვარს, პოლიციამ აიყვანა.