”მთელი ჩემი ფანტაზიით ვერ წარმოვიდგენდი კრემლის მიერ ისეთი ძვირფასი რესურსის არაეფექტურ ხარჯვას, როგორიც არის საკრუიზო რაკეტები, თითო მინიმუმ 1 200 000 დოლარის ღირებულებისაა.
რასაც არ უნდა ცდილობდნენ, 300-400 მილიონი (დოლარი) არაფერში მიდის და რუსულ სამხედრო ინდუსტრიას დახარჯულის აღდგენის შესაძლებლობა არ აქვს.
დღეს რაკეტების მთელი დარჩენილი მარაგის მეოთხედი გამოიყენეს. და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ რამდენიმე საათი/დღე შუქის გარეშე ვისხდეთ.
ჩვენ ვიბრძვით სულელებთან[…]
როგორც ნაპოლეონმა თქვა:
– გამარჯვებისთვის ორი რამ არის საჭირო: იღბალი და სულელი მოწინააღმდეგე.
დავამატებ, რომ სულელი მოწინააღმდეგე თავისთავად ნამდვილი იღბალია.”
წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი.
დღეს რუსეთი მთელი დღის განმავლობაში უკრაინას ბომბავს.