სუს-ი პარტნიორი ქვეყნების ელჩებს უსმენს – გავრცელებული ფაილები

“ფორმულას” ინფორმაციით, გავრცელებული ფაილებიდან ირკვევა, რომ სუს-ი უსმენს პარტნიორი ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების თანამშრომლებს. ერთ-ერთ ფაილში, რომელიც სუს-ის თანამშრომლების ასობით მიმოწერას შეიცავს, გაშიფრულია ევროკავშირისა და ისრაელის ელჩების საუბრები, მათ შორის უშუალოდ საკუთარ თანამშრომლებთან.

[08.10.20, 13:28:57]: მიღებული ინფორმაციით, მ.წ. 8 ოქტომბერს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ესაუბრა თანაშემწე, რომელსაც განუცხადა, რომ ხვალ, 9 ოქტომბერს, 11:00 სთ-ზე, საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახ. უნივერსიტეტში სამღვდელოებასთან ჩანიშნული შეხვედრა გაგრძელდება დაახლოებით საათ-ნახევარი, მისი ინფორმაციით შეხვედრაზე მიდის მხოლოდ რამდენიმე ელჩი, ამიტომ თავად გეგმავს, რომ შეხვედრას დაესწროს მხოლოდ ნახევარი საათი, შემდეგ მოიმიზეზებს მნიშვნელოვან საქმეს და წამოვა”,– წერია ფაილებში.

გარდა ამისა, მოცემულია საუბარი კარლ ჰარცელსა და მის ერთ-ერთ თანამშრომელს შორის, სადაც ისინი განიხილავენ პანდემიის პერიოდში საპატრიარქოს პოზიციას რიტუალებთან და ცერემონიებთან დაკავშირებით.

ფორმულას ცნობით, სუს-ის ჩანაწერებში გაშიფრულია ასევე ისრაელის ელჩის, რან გიდორის საუბრები საპატრიარქოს წარმომადგენლებთან. კერძოდ, ელჩი ესაუბრა გიორგი ზვიადაძეს მიტროპოლიტ იოანე გამრეკელისა და სხვა სასულიერო პირების ანტისემიტური განცხადებების შესახებ:

“[30.12.20, 19:11:21]: […] პროტოპრესვიტერი დაუკავშირდა უშუალოდ ელჩს და დეტალურად უამბო ი.გამრეკელთან შემდგარი საუბრის დეტალები. აღნიშნულთან დაკავშირებით რ.გიდორმა განაცხადა – “მამაო მე ბავშვი არ ვარ, წლებია დიპლომატი ვარ, დეტალურად გავეცანი მიტროპოლიტის ქადაგებას, სადაც ნათლად ჩანს ანტისემიტიზმის გამოვლინება, მე ველოდი, რომ ბოდიშს მოიხდიდა, მაგრამ მსგავსი არაფერი უხსენებია, მე არჩევანი არ მაქვს და ვაპირებ მომხდარის შესახებ საკმაოდ კრიტიკული წერილის გამოქვეყნებას, სადაც ყურადღებას გავამახვილებ იმ ფაქტზე, რომ საქართველოს ეკლესია და სახელმწიფო არ გმობენ ი.გამრეკელის ქმედებას”. გ.ზვიადაძემ საუბრისას ელჩის და ებრაელი ხალხის მიმართ გამოხატა პატივისცემა, სთხოვა წერილის გამოქვეყნებისგან დროებით თავის შეკავება და შესთავაზა მ/წ 31 დეკემბერს 14:00 საათისთვის პატრიარქთან შეხვედრა, რაზეც ელჩმა განაცხადა თანხმობა”,– ვკითხულობთ კრებსებში.

გარდა ამისა, სუს–ის მასალებში აშშ-ის ელჩის პირად საუბრებთან დაკავშირებით წერია:

“8 თებერვალს, 10:07 სთ-ზე საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თანაშემწე, ნინო ნანობაშვილი დაუკავშირდა სასულიერო აკადემიის ლექტორს და პროტოპრესვიტერს, გიორგი ზვიადაძეს, რომელსაც დაუდასტურა, რომ კელი დეგნანის მოადგილე, ელიზაბეტ რუდი, სვანეთის სვანეთის მიტროპოლიტ ილარიონს შეხვდება 6 თებერვალს”.

ამასთან, ფაილებში არის სუს-ის თანამშრომლების 2020 წლის თებერვლის მიმოწერა, სადაც “ამერიკელების კონტაქტების” კონტროლზე აყვანას ითხოვენ.

“ამერიკელების კონტაქტები და ვიზიტები საპატრიარქოში აიყვანეთ კონტროლზე, ზვიადაძე აკონტროლეთ!!‬‬‬”– წერია ფაილებში.

ფორმულასვე ინფორმაციით, ფაილებში გაშიფრულია 2020 წლის ოქტომბერში პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის კომუნიკაცია ესტონეთის ელჩის თანაშემწესთან. ამავე პერიოდში, მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი აზერბაიჯანის ელჩთან ფაიგ გულიევთან საპატრიარქოში შეხვედრას ათანხმებდა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის დუმის არჩევნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებას

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის დუმის არჩევნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "საქართველოს საგარეო...

სახტად დავრჩი, მაშინ რატომ არიან „ივანიშვილის თავყრილობაში“? – იოსელიანი მელიას განცხადებაზე

სახტად დავრჩი - მაშინ, რატომ არიან „ივანიშვილის თავყრილობაში“? -  ასე ეხმაურება პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი...

რა პალმაზეა ლაპარაკი, 80 ადამიანი გვიკვდებოდა დღეში და ვერაფერი გააკეთეს – ელენე ხოშტარია

რა პალმაზეა ლაპარაკი, 80 ადამიანი გვიკვდებოდა დღეში და ვერაფერი გააკეთეს - ამის შესახებ, პარტია...

2 ოქტომბრამდე ენმ-ის არც ერთ დეპუტატს ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია – მელია

"2 ოქტომბრამდე ენმ-ის არც ერთ დეპუტატს ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია"-  ამის შესახებ...

თუ ქართულმა სპეცსამსახურებმა მოვაგროვეთ ინფორმაცია, ახლა რუსულ სპეცსამსახურებსაც ექნებათ -ხვიჩია ჩანაწერებზე

თუ ქართულმა სპეცსამსახურებმა მოვაგროვეთ ინფორმაცია, ახლა რუსულ სპეცსამსახურებს ექნება და შეეძლებათ ნებისმიერი აშანტაჟონ ,...

“ოცნების” მსხვილმა შემომწირველმა ტენდერების 37%-ი უკონკურენტოდ მოიგო – “ფლანგვის დეტექტორი”

"ქართული ოცნების" მსხვილმა შემომწირველმა, მამუკა ხელაიამ, ტენდერების 37% უკონკურენტოდ მოიგო. ინფორმაციას ამის შესახებ "ფლანგვის...

ოპოზიციამ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუ ქუთელია წარადგინა

გაერთიანებულმა ოპოზიციამ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატად ბათუ ქუთელია წარადგინა.   თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ მოსახლეობას...

კობახიძე აცხადებს, რომ გახარიამ კოკაინის მოხმარება “ოცნების” დატოვების შემდეგ დაიწყო

„არა თუ არ შეგვიმჩნევია, მას ეს პრობლემა მაშინ არ ჰქონია, ეს პრობლემა მას გაუჩნდა...

ის ძალიან გავს ებოლას – გვინეაში კიდევ ერთი მომაკვდინებელი ვირუსი გამოჩნდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  და გვინეის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურებს მარბურგის დაავადებით გარდაცვალების პირველი შემთხვევა. მას ვირუსი იწვევს, რომელიც თვისებებით ძალიან გავს ებოლას ვირუსს. კორონავირუსის მსგავსად,...

როგორ ვმართოთ კოვიდი სახლის პირობებში და როდის არის საჭირო ჰოსპიტალიზაცია–ნანა გეგეჭკორის და ზურაბ გურულის განახლებული რეკომენდაციები

აშშ–ში მცხოვრები ქართველი ექიმები,  ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტლის ექიმი, ნანა გეგეჭკორი და მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი, მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის...

ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო. ის 88 წლის იყო. მას პოპულარობა ჟან-ლუკ კოდარის "უკანასკნელ ამოსუნთქვაში" შესრულებულმა მიშელ პუაკარის როლმა მოუტანა. ბელმონდოს კინოკარიერა 50 წელს...