“ყველა განცხადება უკრაინის სოლიდარობასთან დაკავშირებით, რუსეთის რეჟიმის შეფასების კუთხით, ხელისუფლების კურსის ცვლილებაზე და სხვათა შორის, ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენების ჩათვლით, სწორი გზავნილები აქვს და ეს გზავნილები გადატანილი იყო ამ მაღალ ტრიბუნაზე, თუმცა, რჩება უკმაყოფილების გრძნობა, რადგან შეეძლო დღეს მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიყვანდა საქართველოს ისტორიაში პოზიტიურად, შეეძლო დღესვე ეთქვა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, შეიწყალოს ნიკა გვარამია. თუ მას შეიწყალებს მაშინ, როცა სტატუსის მიღების საკითხი მოახლოვდება და თუ მას უნდა, თავის აგური დადოს ამ ქმედებით, ეს იქნება ცუდი, რადგან უდანაშაულო ადამიანის ციხეში გამომწყვდევა არის არაჰუმანური და მას ამას არავინ დაუფასებს, რადგან იქნება დაგვიანებული. მთლიანობაში დადებითად ვაფასებ მის გამოსვლას, მაგრამ იყო მეტი მოლოდინი”,
ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას გამოეხმაურა.