“კარგია, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტში შემოსვლის შესახებ, თუმცა მიმაჩნია, რომ ასევე სწორი იქნება მათი მხრიდან შეთანხმების ხელმოწერა. მე მინდა, საზოგადოებას შევახსენო, ოპოზიციამ გადაწყვეტილება პარლამენტში საქმიანობის გაგრძელების შესახებ მიიღო სწორედ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე.
ამიტომ ჩემთვის პირადად, პოლიტიკურ ლოგიკას არის მოკლებული, პარლამენტში გააგრძელოს საქმიანობა პარტიამ და უარი თქვას მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვხედავთ, რომ მიშელის დოკუმენტის შეთანხმება დღეს მიაჩნიათ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ამოცანად ჩვენს მოკავშირეებს, როგორც აშშ-ს, ასევე, ევროკავშირს”
ამბობს ფრაქცია “ლელო – პარტნირობა საქართველოსთვის” წევრი, სალომე სამადაშვილი ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლაზე.