ტანჯვით სიკვდილისთვის ვარ განწირული – კობა დავითაშვილი სახელმწიფოს მედიკამენტებით დახმარებას სთხოვს

“თუ არ მექნა თვეში 500 დოლარის შემოსავალი მაინც, ტანჯვით სიკვდილისთვის ვარ განწირული.”- ამის შესახებ, პოლიტიკოსი და  ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი სოციალურ ქსელში წერს და სახელმწიფოს მკურნალობისთვის აუცილებელი მედიკამენტებით დახმარებას სთხოვს.

“მეგობრებო გთხოვთ ჯერ ბოლომდე წაიკითხოთ ეს პოსტი და მერე აკომენტაროთ. რადგანაც ზოგი კომენტარი მის შინაარსს არ შეესაბამება.
ძვირფასო მეგობრებო, დღეს უამრავმა ადამიანმა მომილოცა დაბადების დღე, მე კი პირველად წლების განმავლობაში სათითაოდ ვერ გითხარით მადლობა და პოსტზეც კი ვერ დავსვი მოწონების ნიშანი. ეს იმიტომ მოხდა რომ ცუდად ვიყავი და ექიმთან ვერ წავედი უსახსრობის გამო. მაგრამ წინ უფრო ცუდი დღეები მელის. საქმე ისაა რომ ჩემი (ბეხტერევის) დაავადება არ იკურნება და შეიძლება მხოლოდ გადავადდეს აღსასრული პრეპარატ ,,რემიკეიდის” ორ თვეში ერთხელ გადასხმით, როგორც ინსულინის ინექცია კი ვერ კურნავს, მაგრამ ავადებს დიაბეტის შედეგების დადგომას. ოღონდ ინსულინისაგან განსხვავებით რემიკეიდის სახელმწიფო პროგრამა არ არსებობს და მისი 1 გადასხმა 1000 აშშ დოლარი ჯდება. ანუ თუ არ მექნა თვეში 500 დოლარის შემოსავალი მაინც, ტანჯვით სიკვდილისთვის ვარ განწირული. მე კი მარტში სრულიად უმუშევარი დავრჩი. ერთი გადასხმის ფული მერიამ ჩამირიცხა, მესამედი ვეტერანთა დეპარტამენტმა (დიდი მადლობა მათ) ჯანდაცვის სამინისტრომ ვერაფერი ჩამირიცხა არცაა გასაკვირი, კორონავირუსთან დაკავშირებით ისედაც ბევრი ხარჯი აქვს.


მე მესმის, რომ ყველას უჭირს და დალხინებული არავინაა, მაგრამ თუკი ამ დღეში თავად სახელმიფომ ჩამაგდო (წინა ხელისუფლების სახით) განა სამართლიანი არ იქნება რომ ჯანდაცვის ხარჯებიც სახელმწიფომ გაიღოს (ამ ხელისუფლების სახით). მესმის რომ უსიამოვნო ადამიანი ვარ, მახასიათებს მწარე სიტყვების ლაპარაკი, ვერ ვუწონებ ხელისუფლებას ისეთ ქმედებებს, როგორიცაა მაგალითად მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაცია. ალბათ უმუშევარიც ამიტომ დავრჩი, მაგრამ ნუთუ ჩემ ქვეყანას არ სჭირდება ერთი ჩემნაირი ენამწარე, რომელიც მაშინ ამოიღებს ხმას, როცა თითქმის ყველა სდუმს და ოპოზიცია კი კიდევ უფრო უარესის მომხრეა?
ერთი სიკვდილი გავათავე, სანამ ამ პოსტს ვწერდი, მაგრამ უკიდურესმა აუცილებლობამ მაიძულა. გთხოვთ გააზიაროთ, მეგობრებო, რომ ადრესატებამდე მივიდეს.”- წერს კობა დავითაშვილი. 

ყველაზე მდიდარი მომღერალი ქალი მსოფლიოში–რიანა მილიარდერი გახდა, თუმცა არა სიმღერის წყალობით

ბარბადოსში დაბადებული მომღერალი რიანა, რომელიც ცნობილი აშშ–ში გადასვლის შემდეგ გახდა, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ქალ...

ხელოვნების მუზეუმთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ხელოვნების მუზეუმთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები ხელისუფლებისგან ისტორიული შენობის დაცვას მოითხოვენ. ურბანისტი ცირა ელისაშვილი...

ეს ტალღაც გადაივლის, მაგრამ კიდევ იქნება ტალღა, შემოდგომისთვის ვემზადოთ – კულუმბეგოვი

"შეიძლება არაპოპულარულად ჟღერს, მაგრამ ეს ტალღაც გადაივლის, მაგრამ კიდევ იქნება ტალღა. ეს ვირუსი ასე...

2026 წლისთვის მთავრობის წმინდა ვალს შევამცირებთ 45%-მდე – ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, 2026 წლისთვის მთავრობის წმინდა ვალი 45%-მდე შემცირდება, ხოლო 2030...

102 წლის ემინე ჯორბენაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

აჭარაში, 102 წლის ემინე ჯორბენაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით Pfizer-ით აიცრა. ემინე ჯორბენაძემ Pfizer-ის პირველი...

გათავისუფლების შესახებ მედიის საშუალებით გავიგეთ – ინსპექტორი ჩოლოიანზე

გათავისუფლების შესახებ მედიის საშუალებით გავიგეთ - ასე ეხმაურება, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ლუკა სირაძის გარდაცვალების...

ლარი გამყარდა – ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 5 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ლარი როგორც დოლართან, ისე ევროსთან მიმართებით გამყარდა. დოლართან...

პრეზიდენტს უფლებაც არ აქვს დემარში განახორციელოს საკონსტიტუციო ორგანოს წინააღმდეგ – კუჭავა

"არანაირი კონფლიქტი არ არსებობს, პრეზიდენტს უფლებაც არ აქვს დემარში განახორციელოს საკონსტიტუციო ორგანოს წინააღმდეგ"  -...

ყველაზე მდიდარი მომღერალი ქალი მსოფლიოში–რიანა მილიარდერი გახდა, თუმცა არა სიმღერის წყალობით

ბარბადოსში დაბადებული მომღერალი რიანა, რომელიც ცნობილი აშშ–ში გადასვლის შემდეგ გახდა, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ქალ მომღერლად დასახელდა. ჟურნალ ფორბსის გათვლებით მისი ქონება 1.7 მილიარდ დოლარს...

შესაძლებელია თუ არა ჭაღარა თმას კვლავ ძველი ფერი დაუბრუნდეს–ახალი კვლევა

იმის შესახებ, რომ ძლიერი სტრესისგან გაჭაღარავება შეიძლება, თანაც ზოგჯერ ერთ ღამეში, დიდი ხანია ცნობილია. განსაკუთრებით ბევრი ასეთი შემთხვევაა ცნობილი ომიანობის, ბუნებრივი კატაკლიზმების და მოულოდნელი...

ყველაზე მდიდარი მომღერალი ქალი მსოფლიოში–რიანა მილიარდერი გახდა, თუმცა არა სიმღერის წყალობით

ბარბადოსში დაბადებული მომღერალი რიანა, რომელიც ცნობილი აშშ–ში გადასვლის შემდეგ გახდა, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ქალ მომღერლად დასახელდა. ჟურნალ ფორბსის გათვლებით მისი ქონება 1.7 მილიარდ დოლარს...