ტერიტორია, სადაც შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე იმალებოდა, დამწვარია – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი, გიორგი გელხაური აცხადებს
“მიმდებარე ტერიტორია, სადაც ამირხანაშვილი იმალებოდა, დამწვარია, გადამწვარია იქაურობა, რა თქმა უნდა, ესეც კითხვის ნიშანს აჩენს. არ ვიცი, სამომავლოდ შეიძლება სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დასჭირდეს, შეიძლება კვალის მოძებნა დასჭირდეს და იქ, სადაც უკვე გადამწვარი, არ რა უნდა გააკეთოს? წარმოდგენა არ მაქვს ვინმემ შეგნებულად დაწვა თუ შემთხვევით დაიწვა”, – განაცხადა გელხაურმა ჟურნალისტებთან.