რასაკვირველია, როგორც რუსეთის ვასალი, რუსეთის მიერ დარღვეულ ტერიტორიულ მთლიანობას ქართველი ხალხის გასაბრიყვებლად იყენებს.
ამისთვისაც დააქუცმაცა საქართველო რუსეთმა, რომ ტერიტორიული მთლიანობის თემით საქართველო აშანტაჟოს და საქართველოს თავისუფალ სამყაროში ინტეგრაცია შეაჩეროს!
ამ საბჭოთა ლეშის პროპაგანდას საფუძველს მთლიანად აცლის ფედერალისტების კამპანია – ბუჩამდე იყო აფხაზეთი!
ჩვენს გამოძიებას ვინც ნახავს, პოლიტიკოსების გარეშე, მსხვერპლის ნაამბობით მიხვდება, რას ნიშნავს დასავლეთისგან იზოლაცია და რუსეთის პირისპირ დარჩენა.
ჩვენი გამოძიება ნათელს ხდის, რომ 1992-1993 წელს საქართველოში რუსეთ-საქართველოს ომი იყო – რომელშიც მონაწილეობდა რუსეთის რეგულარული არმია, რუსი გენერლები, ავიაცია, ფლოტი, ის სამხედრო დაჯგუფებები, ვინც დღეს უკრაინაში ჩადის გენოციდს.
ჩვენი გამოძიება ნათელყოფს, რომ რუსეთმა აფხაზეთში ჩაიდინა ქართველების – ბავშვების, ქალების, მოხუცების, შშმ პირების გენოციდი სწორედ იმიტომ, რომ ივანიშვილის მსგავს საბჭოთა ლეშებს საქართველოს დასავლეთში ინტეგრაცია არ დაეშვათ!
ჩვენი გამოძიება ნათელყოფს, რომ დაასავლეთისგან იზოლაცია, არათუ მშვიდობას, არამედ მთელი საქართველოს დაკარგვას, საქართველოს სუვერენიტეტის დაკარგვას, მეტ მსხვერპლს და ჩვენ და სხვის ომში ათიათასობით დაღუპულ ქართველს ნიშნავს – აფხაზეთის ომის შედეგად დსთ-ში შეგვათრიეს და ძალოვანი მინისტრები რუსეთმა დაგვინიშნა!
ბუჩამდე იყო აფხაზეთი არის საუკეთესო პასუხი ამ საბჭოთა ლეშის სამარცხვინო მცდელობაზე, გააბრიყვოს ქართველი ხალხი!
და ბოლოს – ჯერ კიდევ 10 წლის წინ, ვერ ვიფიქრებდი რომ დევნილ გვარამიას, “პუტინის პატიმარ” სააკაშვილს და კეზერაშვილს, რომელიც ქართულ ჯარს ხელმძღვანელობდა რუსეთ საქართველოს 2008 წლის ომში, ისე გააფარჩაკებდა და ისე გაანადგურებდა მორალურად ეს საბჭოთა ლეში, რომ “ბუჩამდე იყო აფხაზეთს” ეს უგვანი სამშობლოს მტრები დაბლოკავდნენ, და სალომე ზურაბიშვილი აიღებდა და დროშად დაიჭერდა.
ამით დიდი სიბრძნე მივიღე!
ასე ეხმაურება, ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.