ტერმინალურ სტადიაზე შემოყვანილი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ეწერება კლინიკიდან – რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის თქმით, კლინიკაში ტერმინალურ სტადიაზე [სიცოცხლის უკანასკნელი სტადია] შეყვანილი პატიენტი გამოჯანმრთელებულია და მას კლინიკიდან რამდენიმე საათში გაწერენ.

მისი თქმით, აღნიშნული პაციენტი მარნეული-ბოლნისის კლასტერიდანაა.

„ ჩვენს კლინიკაში შემოსული იყო კრიტიკული კი არა, ტერმინალურ სტადიაზე მყოფი პაციენტი მარნეული-ბოლნისის კლასტერიდან. ქალბატონის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის არის დადებითი. მინდა ასევე გაუწყოთ, რომ გამოჯანმრთელებულია და ის რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას.

ის არათუ კრიტიკული, არამედ მისი ზოგადი მდგომარეობა იყო ტერმინალური. ჩატარებული სიმპტომური მკურნალობით ამ კლინიკის კედლებში ქალბატონი გადარჩა და ეწერება კლინიკიდან”, – განაცხადა რატიანმა.

კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები ქვეყანაში 230-ია, მათგან 54 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.