ტელეკომპანია იმედმა 17:00 საათიან გამოშვებაში გაავრცელა ინფორმაცია, რომ შსს–ს იდენტიფიცირებული ჰყავს პირი, რომელიც გურამ ამირხანაშვილთან წერეთლის გამზირზე საუბრობდა. ტელეკომპნიამ თქვა, რომ მათი ექსკლუზიური ინფორმაციით, ის ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე “კაწროა”.
თუმცა, იმავე გამოშვებაში, ქრონიკის წამყვანმა ინფორმაცია უარყო და მაყურებელს დაუზუსტებელი ინფორმაციისთვის ბოდიში მოუხადა. ნინო თოლორდავას განმარტებით, გადაუმოწმებელი ინფორმაცია იყო ის, რომ შსს–ს ბილანაშვილი იდენტიფიცირებული ჰყავს.
კადრების გავრცელების შემდეგ, რომელშიც ჩანს, რომ თეთრპერანგიანი მამაკაცი დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოდის და გურამ ამირხანაშვილს ხვდება, დღეს გამოძიებამ ავთანდილ ბილანიშვილი დაკითხა. მთავარი არხი ვარაუდობს, რომ კადრებში ბილანიშვილია აღბეჭდილი, თუმცა ეს ინფორმაცია შსს–ს არ დაუდასტურებია.
გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის თქმით, თეთრპერანგიანი მამაკაცი “კაწრო” არ არის და ამაზე გამოძიებას მსჯელობა უკვე ჰქონდა.