ტიკარაძე ექიმებს მიმართავს, რომ კონფერენციები ონლაინ რეჟიმში გამართონ და წესების დაცვის მაგალითი აჩვენონ

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ექიმებს მიმართავს. მიმართვაში, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს, ტიკარაძე კოლეგებს სთხოვს, კონფერენციები ონლაინ რეჟიმში გამართონ და ექიმებმა სხვებს წესების დაცვის მაგალითი აჩვენონ.

„მოგესალმებით, ჩაქვის 21-ე პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენციის დელეგატებს, ექიმებს, კოლეგებს!ამ სახის კონფერენციები, ნამდვილად მნიშვნელოვანია სამედიცინო სფეროს განვითარებისთვის, თანამედროვე მედიცინის მიღწევების გაზიარებისათვის და მათი, ჩვენ ყოველდღიურ პრაქტიკაში დანერგვისთვის.

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ საერთაშორისო გამოცდილება და მსგავსი სახის კონფერენციები, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისთვის, თუ შესაძლებელია, ონლაინ პლატფორმაზე გადავიტანოთ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ რამდენიმე დღეში იგეგმება ჯანმოს ევროპის რეგიონული კომიტეტის 70-ე სესიის ონლაინ პლატფორმის რეჟიმში ჩატარება.

ჯანდაცვის სამინისტროც მზადყოფნას გამოთქვამს, საკუთარი ონლაინ პლატფორმა შესთავაზოს კონკრეტულად ჩაქვის და მსგავსი სახის სხვა კონფერენციების მონაწილეებს.ჩვენ, ექიმებმა მაგალითი უნდა მივცეთ ყველა სხვა დარგის წარმომადგენლებს, პანდემიასთან ბრძოლისას წესების დაცვაში.წარმატებას ვუსურვებ კონფერენციის ყველა მონაწილეს და მივესალმები სამუშაო პროცესის გადატანას ონლაინ სივრცეში“, – აცხადებს ექიმებისადმი მიმართვაში ეკატერინე ტიკარაძე.

ჩვენს 4 თანამშრომელს მარნეულში თავს დაესხნენ – ჟურნალისტს თავი გაუტეხეს – მთავარი არხი

"მთავარი არხის" ინფირმაციით, მათ გადამღებ ჯგუფებს მარნეულში თავს დაესხნენ. არხის 2 ოპერატორსა და 2...

მადლობის მოსმენა არ მიყვარსო, მაგრამ მადლობა ბიძინა ივანიშვილს – წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბიძინა ივანიშვილს "განსაკუთრებულ მადლობას" უხდის. მისი თქმით, ივანიშვილი ყოველთვის გვერდში ედგა...

პეტრო პოროშენკოს კორონავირუსი დაუდასტურდა

უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ განცხადება მან ტვიტერზე გამოაქვეყნა. "კორონავირუსის ტესტის...

თეა წულუკიანი გადადგება

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს. მან მინისიტრობის რვაწლიანი ანგარიშის წარადგენისას თქვა, რომ 2 დღეში...

აზერბაიჯანთან საზღვრის მონაკვეთების ჩვენს საზიანოდ შეთანხმებაზე გამოძიება დაიწყო – პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, აზერბაიჯანთან საზღვრის მონაკვეთების საქართველოს საზიანოდ შეთანხმებაზე გამოძიება დაიწყო. უწყების განცხადებაში წერია, რომ გამოძიების...

კორონავირუსით გარდაცვლილი 36-ე პაციენტი 79 წლის კაცია

კორონავირუსით გარდაცვლილი 36-ე პაციენტი, 79 წლის კაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს...

თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისში, ახვლედიანის ქუჩის 14 ნომერში მდებარე ერთ-ერთი შენობაში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს,...

თურქულმა ავიაგამანადგურებელმა ჩვენი SU-25 ჩამოაგდო, პილოტი დაიღუპა – სომხეთის საგარეო უწყება

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, შუშან სტეპანიანის განცხადებით, თურქულმა მრავალფუნქციურმა გამანადგურებელმა, F-16-მა მათი ავიაგამანადგურებელი, SU-25...

სხვა სიახლეები

ამერიკული ფეხბურთის ლეგენედამ, ჯო მონტანამ შვილიშვილი გამტაცებლისგან დაიხსნა

აშშ–ს ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ლეგენდამ, ჯო მონტანამ და მისმა ცოლმა ჯენიფერმა შაბათს საღამოს მათი შვილიშვილის გატაცების მცდელობა აღკვეთეს. ბოროტმოქმედი მალიბუში მდებარე მათ სახლში შეიპარა და...

ჯანმრთელობა

75 წელს გადაცილებულთა გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები ბევრად გაუმჯობესდა – მეცნიერების დასკვნა

75 წელს გადაცილებული ადამიანების გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები ამჟამად ბევრად მაღალია, ვიდრე მათი თანატოლების შესაძლებლობები იყო 30 წლის წინ. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ფინეთის იუვიასკიულის...

შოუ ბიზნესი

კიმ კარდაშიანი ყარაბაღის კონფლიქტს ეხმაურება და ესკალაციაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს

მთიან ყარაბახში გამწვავებული კონფლიქტი და განახლებული სამხედრო მოქმედებები, უკვე მეორე დღეა ნომერ პირველ თემად იქცა არაერთ მედიასაშუალებაში, მათ შორის დასავლეთში. დღეს შექმნილ სიტუაციაზე კომენტარი...

ვიდეო