“ჩვენი ექიმების ანაზღაურება არის რადიკალურად ასიმეტრიული და თანხები, რომელსაც ახლა მე დავასახელებ, ნამდვილად არ შემეშლება – ზოგიერთ ექიმს აქვს ანაზღაურება თვეში 300 ლარი და ზოგიერთ ექიმს 120 000 ლარი. რამდენად სამართლიანია, ალბათ, თქვენც დამემოწმებით, რომ ეს არის უსამართლო. ეს არ არის მხოლოდ ექიმის კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმზე დაყრდნობილი.

ვთვლი, რომ ეს გარემო ნამდვილად არის ყურადღებამისაქცევი და შესაბამისი ღონისძიებები არის გასატარებელი. 300-ლარიან ექიმსაც აქვს უფლება, ის ხალათი, რომელიც აცვია, ღირსეულად ეცვას და იყოს ისევე დაფასებული, როგორც ის ექიმი, რომელიც თვლის, რომ სრულიად სამართლიანად აქვს საქართველოს პირობებში 120 000-ლარიანი შემოსავალი თვეში”.

 

განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ “მინისტრის საათის” ფარგლებში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.