ტიკარაძის განცხადებით, დაჯავშნულა 1.7 მლნ დოზა ვაქცინა, რომლებიც WHO-ს აღიარებას ელოდებიან

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ დაჯავშნულია, 1.7 მლნ დოზა ვაქცინა, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარებას ელოდებიან. ამის შესახებ, მან “რადიო თავისუფლებასთან” საუბარში განაცხარა. ტიკარაძე ასევე აცხადებს, რომ ვაქცინები COVAXპლატფორმის მიღმა დაჯავშნეს.

“ერთ-ერთ მწარმოებელთან გვაქვს დაკვეთილი მილიონი დოზა. გვაქვს კიდეც ორ მწარმოებელთან მოლაპარაკება 100-100 ათას დოზაზე და დამატებით 500 ათას დოზაზე. ანუ ჯამური რაოდენობა მილიონ 700 ათასი დოზის ჩვენ მომავალი პერიოდისთვის, COVAX პლატფორმის მიღმა, გვაქვს დაჯავშნილი. ისევ მინიშნებით შევეცდები შემოვიფარგლო, რომ ეს არის ის ვაქცინები, რომლებიც მარტის და აპრილის თვეში ელოდება უკვე რეგისტრაციას და აღიარებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან”, – აცხადებს ტიკარაძე.