ტრაბახობენ მშვიდობიანად წავედითო, რისი წამსვლელები იყვნენ, გამოსავალი არ დავუტოვეთ – ივანიშვილი ენმ-ზე

“მშვიდობიანად წავედითო, რისი წამსვლელები იყვნენ, გამოსავალი არ დავუტოვეთ “- ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, როდესაც პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთო, ხალხი მაშინდელი ხელისუფლების მიერ დაშინებული იყო და პროტესტის გამოხატვას ვერ ბედავდა.

„თუ ვინმეს შეფასების უნარი აქვს, აბსოლუტურად ვაჩვენე მენეჯმენტში გამოცდილება. გავიხსნებ, ვინც დამხვდნენ ყოფილი, გამოცდილი პოლიტიკოსები, როგორ მეუბნებოდნენ, რომ აბა, საჯაროდ დავიწყოთ გამოსვლები და მიტინგები. ძლივს ვაჩერებდი სიტუაციას, ვიდრე ჩემებურად არ გადავალაგე. მახსოვს, მაინც არ მეშვებოდნენ, მრჩევლები მყავდნენ კიდევ, რომლებიც დღესაც იჩემებენ, რომ რაღაც იციან – აი, ის გამოიყვანე, აბა, ქუჩა და ქუჩა. რომ არ მომეშვნენ, მახსოვს, ბორჯომში გავუშვი, იქ ვართ ყველაზე მაგრადო. ოღონდ, არ გეწყინოთმეთქი დაცვას, კაცს გაგაყოლებთ, რომ დავინახო, რამდენ ხალხს მოაგროვებთმეთქი. როგორ ფიქრობთ, რამდენი მოაგროვეს? 10 კაცი ვერ მოაგროვეს და რომ დაღამდა, შემდეგ 25 კაცამდე ავიდა, იმდენად დაშინებული იყო ხალხი. აბა, ნახეთ, როგორი ხელისუფლება გვყავდა, თვითონ მშიშრები, რა თქმა უნდა. ძალას, სახელმწიფო სტრუქტურებს იყენებდნენ, ხალხი როგორი დაშინებული იყო. იმ ერთი წლის განმავლობაში ვაჩვენე ყველა თვისება ძლიერი მენეჯერის და გავაკეთე ხალხის მობილიზება. სად შეიძლებოდა ძალა ყოფილიყო? არა ქვების სროლაში, როგორც მოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“ და დღესაც ძალით რომ ცდილობენ. ხელისუფლების წყაროა ხალხი. თუ ნახეთ, როგორი მობილიზება მოხდა ხალხის, ეს არ მომხდარა თავისით. რა თქმა უნდა, ხალხსაც განწყობა ჰქონდა. ჩემი წვლილი შეიძლება, ნახევარი იყოს, მეორე ნახევარი ჩვენი გუნდის და უფრო მეტი წვლილი მობილიზაციაში, რა თქმა უნდა, ხალხისაა. იმხელა თავყრილობა არ ახსოვს ჩვენს საზოგადოებას. 700 000-საც ამბობენ, როდესაც არჩევნების წინ თავყრილობა გავაკეთეთ. მე მახსოვს, როგორ დავდიოდი ტელევიზიებში და ძალიან ხშირად როგორ ვეხვეწებოდი ხალხს, რომ, გამოდით, ჩვენი ძალა ამაშია. ყავარჯნებით გამოვიდა ხალხი, იმდენად გამწარებული იყვნენ. ეს არის ჩემი პოლიტიკური ქმედების, ასე ვთქვათ, მწვერვალი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, სწორედ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დიდმა რაოდენობამ, ხალხის მაქსიმალურმა მობილიზაციამ განაპირობა ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლა.

„არ მინდა, ნიუანსებში ჩავიდე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი სამეგობრო ძალიან აქტიური იყო, აშშ-დან ბევრი პოლიტიკოსი ჩამოდიოდა, ძალიან ბევრი მე მარწმუნებდა, რომ როგორმე ოპოზიციას დავჯერებოდი ამ ეტაპზე და შემდეგ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ისიც მახსოვს, როდესაც არჩევნების დღეს დათვლა შეაჩერეს ერთი პერიოდი და ამ დროსაც გარკვეული შეხვედრები გრძელდებოდა. ჩვენს მეგობრებს ამერიკული თანამგზავრიდან გადაღებული ხალხის რაოდენობა ვაჩვენე, მე ამის გამჩერებელი არ ვარ, არასწორი იქნებამეთქი. ტრაბახობენ, მშვიდობიანად წავედითო, რისი წამსვლელები იყვნენ, სისხლს დაღვრიდნენ, მაგრამ გამოსავალი არ დავუტოვეთ, ხალხის ძალის ისეთი მობილიზაცია მოხდა. მობილიზაცია მოხდა რეალური ძალის და არა ამ ხელოვნური, მოგონილი ძალის, რასაც დღესაც ცდილობენ, გამოიყენონ. რეალური ძალის მაქსიმალური მობილიზაცია იყო მენეჯმენტის, მათ რიცხვში, ჩემი დამსახურება და, რა თქმა უნდა, ჩემი თანაგუნდელების“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში.

როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 მაისამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 25 მაისის დღის პირველ ნახევრამდე...

ზელენსკი ამზადებს კანონპროექტს უკრაინაში პოლონელების განსაკუთრებული სტატუსის შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ დაანონსა უმაღლეს რადაში კანონპროექტის შეტანა პოლონეთის მოქალაქეების განსაკუთრებული სტატუსის შესახებ...

აფეთქება ოკუპირებულ ენერგოდარში – დაჭრილია დე-ფაქტო მერი და მისი 2 მცველი

დღეს დილით დროებით ოკუპირებულ ენერგოდარში, სავარაუდოდ ადგილობრივმა პარტიზანებმა ააფეთქეს სახლის შესასვლელი, რომელშიც ოკუპანტების დე-ფაქტო...

არ მოვისვენებ, სანამ უკრაინა ევროკავშირის წევრი არ გახდება – ანდჟეი დუდა

დღეს პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ უკრაინის რადას სიტყვით მიმართა და თქვა, რომ არ მოისვენებს,...

უკრაინამ საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 23 აგვისტომდე გაახანგრძლივა

უკრაინის რადამ დაამტკიცა ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანება ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის 23 აგვისტომდე...

ისტორიაში პირველად უკრაინელებმა რუსული “Тюльпан” გაანადგურეს (ვიდეო)

უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, არამხოლოდ უკრაინა-რუსეთის ომში, არამედ თანამედროვე ისტორიის განმავლობაში პირველად მათ გაანადგურეს...

მოგვეცით იარაღი და ჩვენ თვითონ გავაკეთებთ – პოდოლიაკი პორტების განბლოკვაზე

"1.6 მილიარდმა ადამიანი შეიძლება დაიწყოს არასრულფასოვანი კვება საკვების ნაკლებობის გამო. ფასების ზრდის გამო ასობით...

რუსებმა მარიუპოლის დანგრეულ დრამატულ თეატრში ექსკურსია მოაწყვეს – მერის მრჩეველი

მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრ ანდრიუშჩენკო აცხადებს, რომ რუსმა დამპყრობლებმა მარიუპოლში წითელი დროშებით "მოხალისეთა მიტინგი“...

“პაემანი ეთერში“-ვლადიმერ და ელენა ზელენსკების პირველი ერთობლივი ინტერვიუ ომის დაწყების შემდეგ

უკრაინის პრეზიდენტის ცოლმა, ელენა ზელენსკაიამ გულახდილად ისაუბრა ომის დროს მათი ოჯახის ცხოვრებაზე ვლადიმერ ზელენსკისთან ერთობლივ ინტერვიუში, რომელიც ზელენსკის გაპრეზიდენტების 3 წლისთავს მიეძღვნა. ელენა ზელენსკაიამ...

ერთ–ერთი მთავარი მიზეზი,რის გამოც ადამიანები წონაში ვერ იკლებენ – ახალი კვლევა

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ცუდი ძილი შეიძლება წონის დაკლებას და მის შენარჩუნებას უშლიდეს ხელს. კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ადამიანები, რომლებიც დიეტაზე არიან უფრო...

“ბარემ ზელენსკის “ოსკარი“ მიეცით და მუხლი მოიყარეთ უკრაინის წინაშე“–თინა კანდელაკი ევროვიზიაზე უკრაინის გამარჯვებით აღშფოთებულია

ერთ–ერთი რუსი პროპაგანდისტი, რუსული გაზპრომ მედიას დირექტორის მოადგილე, თინა კანდელაკი უკმაყოფილოა იმის გამო, რომ უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra–მ ევროვიზია 2022–ის ფინალში გამარჯვება მოიპოვა. ამის...