ტრამპის მთავრობას მინისტრები ტოვებენ

დონალდ ტრამპის მინისტრთა კაბინეტს მინისტრები ტოვებენ. თანამდებობიდან გადადგა აშშ-ის განათლების მინისტრი ბეტსი დევოსი, რომელმაც ვაშინგტონში 6 იანვარს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დააკისრა.

დევოსმა უსინდისობა უწოდა კაპიტოლიუმის შენობაში ტრამპის მომხრეების შეჭრას. ბეტსი დევოსის განცხადებით, სიტუაციაზე გავლენა მოახდინა პრეზიდენტის რიტორიკამ და ეს მისთვის გარდამტეხი მომენტი იყო.

“ჩვენ ბავშვები გვიყურებენ, რომლებზეც გავლენის მოხდენა მარტივია. მათ უნდა იცოდნენ, რომ ამერიკა იმაზე უკეთესია, ვიდრე ეს გუშინ გამოჩნდა”, -თქვა დევოსმა.

თანამდებობა ასევე დატოვა აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრმა ელეინ ჩაომ. მისი შეფასებით, ვაშინგტონში მომხდარი ძალადობა პროვოცირებული იყო დონალდ ტრამპის რიტორიკით.

გარდა ამისა, ტრამპის გუნდიდან წავიდა პრესს მდივნის მოადგილე სარა მათეუსი, პირველი ლედის მელანია ტრამპის შტაბის უფროსი, სტეფანი გრიშამი და თეთრი სახლის სოციალური მდივანი რიკი ნიცეტა.

ასევე, ტრამპის უსაფრთხოების მრჩეველის მოადგილე მეტ პოტინგერი.

ცნობისთვის, 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმთან შეკრებილმა ტრამპის მხარდამჭერებმა ბარიკადები გაარღვიეს და შენობაში შეიჭრნენ.

ვაშინგტონის პოლიციის ცნობით, შტურმს 4 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა რამდენიმე სამართალდამცავიც. აშშ–ის არმიამ სიტუაციის დეესკალაციის მიზნით კაპიტოლიუმში ვაშინგტონის ნაციონალური გვარდია შეიყვანა. მათ 52 დემონსტრანტი დააკავეს.

მას შემდეგ რაც კაპიტოლიუმში ვითარება განიმუხტა, კონგრესმა ჯო ბაიდენი პრეზიდენტად ოფიციალურად დაამტკიცა. პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

 

კომუნიკაციების კომისიამ მთავარი არხი მინისტრის გენიტალიების კადრის გამო სამართალდამრღვევად ცნო

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ ეთერში "უხამსობის შემცველი" სიუჟეტის განთავსების გამო სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ ადმინისტრაციული...

ინა გუდავაძე ტელეიმედის 100%–იან წილს ყიდის

ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი, ინა გუდავაძე შპს ჯორჯიან მედია ფროდაქშენ გრუპს ყიდის, რომლის 100 %–ის...

დღისით ძილი იმაზე სასარგებლო აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ. ახალი კვლევა

დღისით ძილი, თუნდაც 5 წუთით წათვლემა დადებითად მოქმედებს ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებზე და შეიძლება დემენციის...

პროკურატურა კარტოგრაფებისთვის 30-30 ათას ლარიან გირაოს ითხოვს

პროკურატურა ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების...

“კატეგორიულად არა!” – მელაშვილი მოსამართლის კითხვაზე, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი მოსამართლის კითხვაზე, სცნობს თუ არა თავს დამნაშავედ, ასე...

შესაძლებელია, საბოლოო განაჩენს ციხის გარეთ დაელოდონ – წულუკიანი მელაშვილ-ილიჩოვაზე

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმდჯომარე თეა წულუკიანი ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პროკურატურის მიერ სასამართლოსთვის...

პოლიტპატიმრის გამოშვება პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღების სიგნალი იქნება – ხოშტარია

ელენე ხოშტარია ეხმიანება პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომელმაც ილიჩოვა–მელაშვილის გირაოთი გათავისუფლება მოითხოვა. ხოშტარიას შეფასებით, პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოქალაქეების...

გირაოზე თანახმა ვარ, ბინას ჩავდებთ და გამოვიყვანთ – ივერი მელაშვილის მეუღლე

ივერი მელაშვილის მეუღლე, თამარ სულაძე ამბობს, რომ პროკურატურის შუამდგომლობაზე, რომ მისი მეუღლე გირაოთი გათავისუფლდეს,...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

დღისით ძილი იმაზე სასარგებლო აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ. ახალი კვლევა

დღისით ძილი, თუნდაც 5 წუთით წათვლემა დადებითად მოქმედებს ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებზე და შეიძლება დემენციის განვითარებაც კი შეაფერხოს. ამ დასკვნამდე ჩინელი მეცნიერები კვლევის შედეგად მივიდნენ,...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო