პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირშობა დადო, რომ ხელს მოაწერს ბრძანებას აშშ–ში იმიგრაციის დროებით შეჩერების შესახებ.
ტრამპმა ტვიტერში დაწერა, რომ ეს გადაწყვეტილება “უხილავი მტრის თავდასხმის გამო მიიღო“, გარდა ამისა, იმისათვის, რომ დაიცვას “ამერიკის დიდებული მოქალაქეების სამუშაო ადგილები“.
მისი ტვიტი ამერიკის დროით ორშაბათს გვიან საღამოს გამოჩნდა. ტრამპს არ დაუკონკრეტებია, როდის მოაწერს ხელს ასეთ ბრძანებას და რა დროის განმავლობაში იმოქმედებს შეზღუდვები. მას არც გადაწყვეტილების სხვა დეტალებზე უთქვამს რამე.
კორონავირუსის პანდემიის გამო აშშ საკუთარ ტერიტორიაზე შესვლის უფლებას მექსიკდან და კანადიდან მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა. ასეთი ზომები მინიმუმ მაისის შუა რიცხვებამდე იმოქმედებს.
ასევე შემოღებულია შეზღუდვები ამერიკაში შესვლისთვის ევროპული ქვეყნებისა და ჩინეთის მოქალაქეებისათვის, თუმცა ქვეყანაში კვლავ შეუძლიათ ჩასვლა დროებითი სამუშაო ვიზის მფლობელებს, სტუდენტებს და ბიზნესმენებს.