სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის პოსტი, რომელიც ტვიტერზე დაწერა, რისკშემცველად შეფასდა და ტვიტერმა წაშალა. ტექსტში ტრამპი მხარდამჭერების საქციელს ამართლებდა მათ ქცევას “წმინდა გამარჯვების” უცერემონიოდ წართმევით ხსნის.
“ასე ვითარდება მოვლენები, როცა არჩევნების წმინდა გამარჯვებას უცერემონიოდ და სასტიკად წაართმევ პატრიოტებს, რომლებსაც ამდენი ხნის განმავლობაში ცუდად და უსამართლოდ ექცეოდნენ. წადით სახლში სიყვარულით და მშვიდობით. ამ დღეს სამუდამოდ დავიმახსოვრებ”, – წერს დინალდ ტრამპი.
დონალდ ტრამპის ეს პოსტი ტვიტერმა რისკისშემცველად მონიშნა და ინტერეაქციის ფუნქცია ისევ შეუზღუდა როგორც პირველი ვიდეომიმართვისას . ვიდეომიმართვაში ის დემონსტრანტებს “განსაკუთრებულებს” უწოდებდქ და უთხრა, რომ ისინი უყვარს, რაც ძალადობის წახალისებად შეფასდა. ფეისბუქსა და ტვიტერში აღნიშნული პოსტები აღარ იძებნება.