ტრამპს მისი საქციელის გამო საიდუმლო მასალებთან წვდომა აღარ უნდა ქონდეს – ბაიდენი

აშშ–ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მისი აზრით დონალდ ტრამპს არ უნდა ჰქონდეს წვდომა დაზვერვის ბრიფინგების საიდუმლო მონაცემებზე მისი “ცვალებადი ქცევის“ გამო.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა დაზვერვის საქმიანობის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის ინფორმირების დამკვიდრებული პრაქტიკა შეიძლება შეიცვალოს. ამჟამად ბრფინგები რეგულარულად ტარდება ჯიმი კარტერის, ბილ კლინტონის, ჯორჯ ბუშისა და ბარაკ ობამასთვის.

აშშ–ში არსებობს ტრადიცია, რომელიც ნაციონალური უსაფრთხოების საკითხების შესახებ ყოფილი პრეზიდენტების ინფორმირებას ითვალისწინებს. ეს სავალდებულო არ არის, თუმცა ახალი პრეზიდენტის მხრიდან გულისხმიერების და თავაზიანობის აქტად ითვლება, გარდა ამისა ეს არის შესაძლებლობა მოქმედმა პრეზიდენტმა წინამორბედებისგან საჭირო რჩევები მიიღოს.

სიბიეს–ის მიერ დასმულ კითხვაზე – უნდა ჩატარდეს თუ არა ბრიფინგები ტრამპისთვის, ბაიდენმა უპასუხა: “ვფიქრობ, რომ არა“.

“რა ფასეულობა აქვს მისთვის დაზვერვის ბრიფინგებს? რა გავლენა შეიძლება ამას ქონდეს გარდა იმისა, რომ შეიძლება რაღაც წამოცდეს და რამე გათქვას?“– თქვა ბაიდენმა.

ტრამპის წარმომადგენლებს ჯერჯერობით ბაიდენის სიტყვებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მანამდე ტრამპის ბრიფინგებზე წვდომის საკითხი თეთრმა სახლმა დააყენა, იანვარში კი წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ადამი შიფმა განაცხადა, რომ აუცილებელია ტრამპს ნებისმიერ საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა შეეზღუდოს.

სიუ გორდონმა, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაციაში ნაციონალური დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტი ეკავა, დაწერა, რომ ყოფილი პრეზიდენტის განზრახვა დარჩეს პოლიტიკურ არენაზე მის საზღვარგარეთულ საქმიან კავშირებთან ერთად შესაძლოა აშშ–ს ნაციონალურ უსაფრთხოებას ემუქრებოდეს:

“ჩემი, როგორც დაზვერვის 30 წლიანი სტაჟის მქონე ვეტერანის რეკომენდაციაა 20 იანვრის შემდეგ მისთვის არანაირი ბრიფინგები არ გაიმართოს“– ციტირებდა გორდონის სიტყვებს იანვარში ვაშინგტონ პოსტი.

“ამ მარტივი გადაწყვეტილების საშუალებით, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ახალი პრეზიდენტის პრეროგატივაა,  ჯო ბაიდენს შეუძლია ნაციონალური უსაფრთხოების პოტენციური  რისკები შეამციროს, რომელიც დონალდ ტრამპისგან მოდის“– თქვა მან.

სენატში ტრამპის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა 8 თებერვალს დაიწყება. ის ფაქტი, რომ ტრამპი თანამდებობაზე აღარ არის ამ ფაქტს ხელს ვერ უშლის. იმპიჩმენტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სენატს შეუძლია ექს პრეზიდენტს პენსია და სხვა შეღავათები ჩამოართვას, ასევე ცალკე გადაწყვეტილებით შეუძლია მას ხელახალი კენჭისყრა აუკრძალოს.

ტრამპს ბრალი ედება ამბოხების წაქეზებაში, რომლის შედეგად კაპიტოლიუმის შტურმი მოხდა. 2021 წლის ექვს იანვარს განვითარებულ მოვლენებს 5 ადამიანი შეეწირა.

გორში ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაარბიეს

გორში ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაარბიეს. ჩამსხვრეულია მინები და კარი. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. გავრცელებული ინფორმაციით,...

თუ გვინდა ევროპული ვაქცინა, მოვიცადოთ, ან არ ვთქვათ უარი ჩინურზე – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიც ცერცვაძე ამბობს, რომ ვაქცინაცია 103 ქვეყანაში დაიწყო, მათ უმეტესობაში კი...

“ოპოზიციის კაპიტულაციას ჰგავს” – ხვიჩია შეთანხმებულ 6 ჩარჩო საკითხზე

"გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია შარლ მიშელის შუამავლობით მხარეებს შორის შეთანხმებულ 6 ჩარჩო საკითხს ოპოზიციის...

“საკვირველია დღევანდელი რეაქციები” – პრეზიდენტი მოლაპარაკების მხარეებს აკრიტიკებს

სალომე ზურაბიშვილი გუშინ შარლ მიშელის შუამავლობით ჩატარებულ შეხვედრას ეხმიანება და ევროპის საბჭოს პრეზიდენტს მადლობას...

ჩერგოლეიშვილი რომ აჩვენო დასავლეთს და ვისაუბროთ გაწონასწორებულობაზე – ჩარკვიანი

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ–ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი ტაბულას დამფუძნებელს, თამარ ჩერგოლეიშვილს, გიგა ბოკერიასა და ნინო...

ყველამ ვიცით, რომ ეს არჩევნები ოცნებამ მოიგო, რატომ ვევაჭრებით [ოპოზიციას]? – ინჯია

"ევროპელი სოციალისტების" წევრი ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო, ამიტომ მმართველი პარტია...

საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა მაშფოთებს,პრობლემა ივანიშვილის ჩრდილოვანი კონტროლია -ფუკუიამა

"საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა მაშფოთებს,პრობლემა ივანიშვილის ჩრდილოვანი კონტროლია "- ამის შესახებ, "ამერიკის ხმასთან" წამყვანმა ამერიკელმა ...

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევს 3 წელი მიუსაჯა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს, ოკუპირებული ცხინვალის...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო